პატრიკ ანტონიუსი სათამაშო მაგიდებთან კაპიუშონის აკრძალვის ინიციატივით გამოდის

ცოტა ხნის წინ, ტალინში პატრიკ ანტონიუსის სახელობის ტურნირების სერია გაიმართა. გარდა საინტერესო თამაშისა, სერია იმითაც იყო გამორჩეული, რომ ფინურრი პოკერის ლეგენდამ - ილარი საჰამისმა მაგიდასთან მყოფი მოთამაშეები რამდენჯერმე არაყზე დაპატიჟა. საჰამისის ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებზე დამოკიდებულება ძველი ამბავია... მაგრამ ამ საქმეში მან დენიელ ქეითსიც აიყოლია. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რაც ესტონეთში გამართულ სერიებზე მოხდა, ანტონიუსის მიერ ინიცირებული წამზომების შემოღება იყო. ძველი ვერსიისგან განსხვავებით, Patrik Antonius Poker Challenge-ზე წამზომის ახალი სისტემა იყო გამოყენებული, რომელიც მოთამაშესმ პრეფლოპზე გადაწყვეტილების მისაღებად 10 წამს, ხოლო დანარჩენ რაუნდებზე 20 წამიან მონაკვეთს აძლევს. 

როგორც პატრიკ ანტონიუსი ამბობს, წამზომის ახალი სისტემა თამაშს გაცილებით აჩქარებს. ის უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ დროის ინტერვალი კიდევ მეტად უნდა შემცირდეს, რადგან ტალინის ტურნირებზე დარიგებეის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. 

კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ანტონიუსმა გააჟღერა კაპიუშონების აკრძალვაა. რა თქმა უნდა, უშუალოდ სამოსთან პრობლემა არავის აქვს, მაგრამ ფინელის აზრით, ის მოთამაშეები, ვინც კაპიუშონებით სახის დაფარვას ცდილობს, ტურნირიდან უნდა მოიხსნან, ან გარკვეული ჯარიმები დაუწესდეთ. ფინელის ინიციატივას ფილ ჰელმუტი გამოეხმაურა: "საშინელებაა პოკერის ყურება, როცა ადამიანები სახეებს იფარავენ. ოფლაინ პოკერი ის თამაშია, სადაც მოთამაშეზე დაკვირვების და მისი 'წაკითხვის' საშუალება გაქვს. თუ 'ღია წიგნივით' ადვილად გასაშიფრი ხარ, ემოციების დასამალად სხვა გზა უნდა მოძებნო."

რა თქმა უნდა, ჰელმუტის წუწუნს მისმა მეგობარმა - დენიელ ნეგრანუმ ჩვეული 'ბოროტი' ხუმრობით უპასუხა: "ეს რას ნიშნავს, რომ შენს სათვალეს დათმობ?"

საინტერესოა, რა რეაქციას მიიღრებს ანტონიუსის ინიციატივა პოკერის მოყვარულების ფართო წრეში? 

რუმები

ქართული უცხოური