WSOP-ზე აღებული საპრიზო ადგილების რაოდენობით კრის ფერგიუსონი ფილ ჰელმუტს დაეწია

გარდა იმისა, რომ ფილ ჰელმუტი რეკორდული რაოდენობის WSOP-ის ოქროს სამაჯურებს ფლობს, მას კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის: WSOP-ის ტურნირებზე მას 133-ჯერ აქვს საპრიზო ადგილი აღებული. 

წლევანდელი საზაფხულო სერიების წინ უამრავი პროგნოზი კეთდება, რომელიც აქამდე არსებულ სტატისტიკებს ეყრდნობა. ერთ-ერთი კითხვა კრის ფერგიუსონის გარშემო ტრიალებს: შეძლებს თუ არა ის გასული 2 წლის შედეგის გამეორებას? ფერგიუსონმა 2017 და 2018 წლებში, WSOP-ის ფესტივალზე 46-ჯერ მოახერხა ფულში შესვლა, რითიც ფილ ჰელმუტს წამოეწია და 120 საპრიზო ადგილით რეიტინგის მე-2 ადგილი დაიკავა. 

2017 წელს ფერგიუსონი 23-ჯერ მოხვდა ფულში, 4-ჯერ ითამაშა ფინალური მაგიდა და WSOP-ის ოქროს სამაჯურიც მოიგო. ამ დამსახურებების გამო, ის WSOP-ის 2017 წლის მოთამაშედ იქცა. Full Tilt Poker-ის თანადამფუძნებლის მაშინდელმა შემოსავალმა $428.423 დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის მოთამაშის ტიტული საპრიზო ადგილების რაოდენობაზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე ფულად ანაზღაურებაზე. 

სწორედ ამ მიზეზით, დენიელ ნეგრანუმ 2019 წლის სტრატეგია მნიშვნელოვნად შეცვალა. ტრადიციულად, ის მნიშვნელოვან ტურნირებში ღებულობდა მონაწილეობას. ცოტა ხნის წინ კი, კანადელმა დააანონსა, რომ მცირე ბაი-ინიან ტურნირებსაც ითამაშებდა, რათა WSOP-ის წლის მოთამაშის ტიტული კარიერაში მე-3-ედ მოეგო. საინტერესოა ისიც, რომ საპრიზო ადგილების რაოდენობის მიხედვით, ჰელმუტისა და ფერგიუსონის შემდეგ, მე-3 ადგილს სწორედ დენიელ ნეგრანუ იკავებს. 

რუმები

ქართული უცხოური