Triton High Roller ლონდონში £1.000.000-იან ტურნირს გამართავს
WSOP-ის დასრულების შემდეგ, პოკერის გულშემატკივრებს გასართობი მაინც არ გამოელევათ: Triton High Roller-ის ორგანიზატორები პოკერის აზიური ფესტივალის ჩატარებას ლონდონში გეგმავენ. ამჯერად, გეგმები გაცილებით დიდია.
სამხრეთ კორეისა და მონტენეგროს დაპყრობის შემდეგ, Triton-ის ორგანიზატორებმა უპრეცედენტოდ ძვირადღირებული ტურნირი დააანონსეს: ლონდონში £1.050.000 ფუნტ სტერლინგიანი საქველმოქმედო ივენთი გაიმართება. შედარებისთვის: თუ Big One for One Drop-ის ადგილი $1.000.000 აშშ დოლარი ღირდა, იგივე ვალუტაში Triton-ის ბაი-ინი $1.325.351 დოლარს შეადგენს. £50.000 ფუნტ სტერლინგი, ორგანიზატორების განცხადებით, მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება, ხოლო £1 მილიონი - უშუალოდ ტურნირის ბაი-ინი იქნება.
ღონისძიებას უნიკალური სტრუქტურა აქვს, რაც აქამდე პრაქტიკაში არ განხორციელებულა: ტურნირის საწყის ეტაპებზე მოყვარული მოთამაშეები და პროფესიონალები ცალ-ცალკე ითამაშებენ. ისინი ერთმანეთის მაგიდებზე მხოლოდ გვიან სტადიებზე გადაიკვეთებიან, როცა მოთამაშეთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდება. ამასთან ერთად, ყოველ მოყვარულ მოთამაშეს, რომელიც ბიზნესმენადაა მოხსენიებული, ერთი პროფესიონალის მოწვევა შეუძლია. ამ მომენტისთვის, ცნობილია, რომ პოლ ფუამ თავისი ძველი მეგობარი, ტომ დუანი მიიწვია. სტენლი ჩოის არჩევანი დევიდ პიტერსი იყო, ხოლო ჩინელი მილიარდერის შვილმა - ვაი კინ იონგმა მალაიზიური წარმოშობის ფრანგი პროფესიონალი, რუი კაო დაპატიჟა.
ტურნირის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა მისი დრეს კოდია: ფინალურ მაგიდაზე კაპიუშონები, სპორტული ჩასაცმელი და სათვალე კატეგორიულად აკრძალულია.