პატრიკ ანტოიუსი პოკერის გულშემატკივრებს ცნობილი თაღლითის შესახებ აფრთხილებს
ლეგენდარულმა მოთამაშემ, პატრიკ ანტონიუსმა საკუთარი 'ინსტაგრამის' გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პოკერის საზოგადოებას სერიული თაღლითის, სემუელ გრასის ციხიდან გათავისუფლების შესახებ ამცნო.
'ინსტაგრამის' ე.წ. სთორიში ანტონიუსი სემუელ გრასის რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე ყვებოდა. მოგვიანებით პოსტი წაიშალა, მაგრამ პოკერის საზოგადოების ინფორმირებისა და გაფრთხილების მიზნი სპეციალური ფოტოკოლაჟი გამოქვეყნდა. ფოტოებში გრასი ისეთ ცნობილ მოთამაშეებთანაა გადაღებული, როგორებიც ჯეისონ მერსიერი, დენიელ ნეგრანუ, ილარი საჰამისი და თავად პატრიკ ანტონიუსი არიან. ფინელი მოთამაშის განმარტებით, გრასი სწორედ ამ სურათებს გამოიყენებდა, რათა სავარაუდო მსხვერპლი დაერწმუნებინა, რომ ის ცნობილ მოთამაშეებთან მეგობრობს.
ანტონიუსის პოსტს სოფია ლოვგრენი გამოეხმაურა, ამჯერად - ტვიტერზე. როგორც ლოვგრენი ყვება, გრასის მსხვერპლი თავადააც გამხდარა. ჩეხეთის მედიის ინფორმაციით, სემუელ გრასი, ნდობის მოპოვების შემდეგ, პოკერის მოყვარული მოთამაშეებისგან ფულს სესხულობდა, ან სპონსორობას სთავაზობდა. რა თქმა უნდა, ფული უკან არასდროს ბრუნდებოდა. 3.9 მილიონი კრონის მითვისების შემდეგ, რაც დაახლოებით $170.000 აშშ დოლარია, 2017 წელს, გრასი საფრანგეთში დაიჭირეს.