სტივენ ჩედვიკი WSOP-ის ოქროს სამაჯურის მფლობელია

WSOP-ის მესვეურები მოთამაშეებს სულ უფრო მეტ ტურნირს სთავაზობენ. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საზაფხულო სერიების გარდა, WSOPE-ის ევროპული ზამთრის სერიებიც იმართება, მოთამაშეებს ყოველწლიურად 100-მდე ოქროს სამაჯურის მოგების საშუალება ეძლევათ. 

WSOP-ის უკანასკნელი სეზონისთვის დამახასიათებელ ფრაზად "როგორც იქნა" შეიძლება ჩაითვალოს. ორმა ლეგენდარულმა გრაინდერმა, რომელთა კარიერასაც სამაჯურები აკლდა - ჯოზეფ ჩონგმა და ლუკ შვარცმა WSOP-ზე თავიანთი პირველი ნადავლის მოპოვება შეძლეს.

დღევანდელ სტატიაში, ფრაზა "როგორც იქნა" მესამედაც შეგვიძლია გამოვიყენოთ: როგორც იქნა, სტივენ ჩედვიკმა WSOP-ის პირველი ოქროს სამაჯური მოიგო. 

მიზეზი, რატომაც ბრიტანელი მოთამაშე WSOP-ზე აქტიურობით არ გამოირჩეოდა, ჰაი როლერ ტურნირები იყო: სტივენ ჩედვიკმა 2017 წელს $3.5 მილიონი დოლარი მოიგო; 2018-ში მისმა შემოსავალმა $10 მილიონ დოლარს გადააჭარბა; ხოლო წელს მისი ანგარიში კიდევ $3 მილიონი დოლარით გაიზარდა. აშკარაა, რომ მონეტარული ინტერესი სპორტულ ინტერესზე მაღლა იდგა. როგორც ჩანს, ფულთან ერთად, ჩედვიკმა სახელის მოხვეჭაც გადაწყვიტა და 2019 წლის WSOP-ის აქტიურად შეუტია. შედეგიც სახეზეა: WSOP-ის 45-ე ივენთი, $25.000 დოლარიანი პოტ ლიმიტ ომაჰას ივენთის პირველი ადგილი, რომლისთვისაც ბრიტანელმა თავისი პირველი ოქროს სამაჯური და $1.618.417 დოლარი მიიღო. 

უნდა ითქვას, რომ 10 წლის განმავლობაში, WSOP-ის საპრიზო ადგილებზე გასვლის შედეგად, სტივენ ჩედვიკმა $2 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. 

რუმები

ქართული უცხოური