სკოტ სივერმა WSOP-ის მე-3 სამაჯური მოიგო
სკოტ სივერი თანამედროვე პოკერის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. მისი სატურნირო კარიერა არამხოლოდ WSOP-ის 2 ოქროს სამაჯურს და ჰაი როლერ ტურნირებს ითვლიდა - სივერი Bobby's Room-ში მიმდინარე უდიდესი ქეშ-გეიმების რეგულარული მოთამაშეა, რომელიც ისეთ სახელებთან იყოფს მაგიდას, როგორებიც დოილ ბრანსონი, გას ჰენსენი, ბრაიან რასტი, ფილ გალფონდი და დენ ქეითსი არიან.
სივერმა 2019 წლის WSOP-ის $10.000 დოლარიანი რაზის ივენთი მოიგო, $301.421 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. მან გამარჯვებას ტურნირის 116 მონაწილეს შორის მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ სკოტ სივერის ანაზღაურება მის კარიერაში მხოლოდ მე-17 ადგილს იკავებს, მიღწეული შედეგით ის მაინც ძალიან ამაყია: "ყველანი ულიმიტო თამაშებს ვართ მიჩვეული. ლიმიტიანი თამაშები კი, თანაც დიდი ბაი-ინებით, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ მართლაც ძალიან საინტერესოა."
ფინალურ მაგიდას თუ გადავხედავთ, აშკარა გახდება, რომ სივერის მისია საკმაოდ რთული შესასრულებელი იყო - მასზე ლიმიტირებული თამაშების საუკეთესო სპეციალისტები ისხდნენ:
პოზიცია | მოთმაშე | ქვეყანა | ანაზღაურება |
1 | სკოტ სივერი | აშშ | $301.421 |
2 | ანდრეი ჟიგალოვი | რუსეთი | $186.293 |
3 | კრის ფერგიუსონი | აშშ | $131.194 |
4 | დენ ზეკი | აშშ | $94.305 |
5 | დენიელ ნეგრანუ | კანადა | $69.322 |
6 | ანდრე აკარი | ბრაზილია | $51.911 |
7 | დევიდ ბახი | აშშ | $39.788 |
8 | ჯორჯ ალექსანდერი | აშშ | $31.185 |