ნიკ შულმანის მე-3 სამაჯური და $463.670 დოლარი
ნიკ შულმანი სატელევიზიო მაგიდებთან უცხო სტუმარი ნამდვილად არ არის. მას WSOP-ის 2 ოქროს სამაჯური და არაერთი ძვირადღირებული ტურნირი აქვს მოგებული. გარდა ამისა, ის PokerGo-ის კომენტატორია. მის შთამბეჭდავ რეზიუმეს კიდევ ერთი ოქროს სამაჯური და $463.670 დოლარი დაემატა.
ნიკ შულმანმა $10.000 დოლარიან Pot Limit Omaha Hi-Lo 8 or Better-ის ივენთზე, 139 მონაწილიანი ფილდი დაამარცხა. უკანასკნელ 7 წელში, ეს შულმანის პირველი ოქროს სამაჯურია. როგორც თავად ყვება, თამაში ძალიან შეიცვალა და გართულდა. მიუხედავად ამისა, ფინალურ მაგიდაზე მან საკმაოდ რთული ლაინ-აფის დამარცხება შეძლო. მას წინააღმდეგობას ისეთი მოთამაშეები უწევდნენ, როგორებიც ბრაიან ჰასტინგსი, ბრის იოკი, მაიკლ მაკკენა და WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებული - ჯო ჰეშემი არიან. "წინა წლებთან შედარებით, მე უკეთ ვთამაშობ, მაგრამ სხვებიც უკეთ თამაშობენ" - ამბობს შულმანი.
ჯო ჰეშემი თამაშს მე-3 პოზიციიდან გამოეთიშა. მას ორმაგი სთრეით დრო, ფლეშ დრო და დაბალი დრო ჰყავდა, მაგრამ შულმანს სთრეითი უკვე დაესრულებინა და უფრო მაღალ ფლეშ დროს ელოდებოდა. თავისი დაბალი კომბინაციის დასრულება ჰეშემმა ვერ შეძლო და $201.041 დოლარით გამდიდრებული ბანკროლით დატოვა მაგიდა.
ნიკ შულმანის ფინალური მეტოქე ლეეგენდარული ჰაი სტეიკს გრაინდერი - ბრაიან ჰასტინგსი იყო. ჰედს-აპი შულმანმა 2:1 უპირატესობით დაიწყო. როცა მისმა ფულჰაუსმა ჰასტინგსის ტრიპსი დაამარცხა, უპირატესობა უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა და ჰასტინგსის მფლობელობაში მხოლოდ 10 ბიგ ბლაინდი დარჩა. უკანასკნელი დარიგების დროს, ჰასტინგსი A632, ხოლო შულმანი - AT54 ფლობდნენ. გაუმჯობესება ვერცერთმა მონაწილემ შეძლო, მაგრამ მაღალი კარტის წყალობით გამარჯვება ნიკ შულმანს ერგო.