კრის მანიმეიქერმა და ქი უინმა WSOP Main Event-ის "ბაბლი" გადალახეს
წლევანდელი მეინ ივენთი განსაკუთრებული დასწრებით გამოირჩეოდა: მასზე 8.569 მოთამაშე დარეგისტრირდა, რაც 2006 წლის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია. ასეთი ხალხმრავალი ლაინაფის პირობებში ე.წ. "ბაბლის" გადალახვა და საპრიზო ადგილზე გასვლა, კარგ თამაშთან ერთად, განსაკუთრებულ იღბალს მოითხოვს.
სწორედ 1286 მოთამაშეს შორის მოხვდნენ გასული წლების მსოფლიო ჩემპიონები - კრის მანიმეიქერი და ქი უინი, რომლებსაც WSOP-ის მეინ ივენთის მოგების შანსი კიდევ ერთხელ ეძლევათ. მე-4 დღეს მთავარ ღონისძიებას მეინ ივენთის სხვა გამარჯვებულები - ჯო ჰეშემი, ჯონ სინი, სკოტი უინი და ჯონი ჩენი გამოეთიშნენ.
1286 მოთამაშეს, მინიმალური ანაზღაურება, $15.000 დოლარი გარანტირებული აქვს. ტურნირის ე.წ. "ბაბლ ბოი" რაიან პოჩედლი იყო, რომელსაც სულ რაღაც ერთი ადგილი დააკლდა, რომ გადახდილი $10.000 დოლარი ამოეღო და $5.000-იანი მოგება ენახა. ის სახლში ხელცარიელი მაინც არ დაბრუნდა: როგორც წესი, მეინ ივენთის "ბაბლ ბოის" შემდეგი წლის მეინ ივენთის უფასო საგზური გადაეცემა.
პირველი ადგილისთვის დაწესებულ $10.000.000 დოლარიან ჯილდოსთან, ამ მომენტისთვის, ყველაზე ახლოს ნორვეგიელი პრებენ სტოკანი იმყოფება. ჩიპლიდერს ფეხდაფეხ მიჰყვებიან ენდრიუ ბროკოსი და რაიან დოჯი.