WSOP Main Event - მანიმეიქერი გამოვარდა, მატუსოუ და ესფანდიარი თამაშში რჩებიან

2019 წლის WSOP-ის მეინ ივენთზე 354 მონაწილეა დარჩენილი. მათ შორის წინა დღის ორი მნიშვნელოვანი ფიგურა, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონები - კრის მანიმეიქერი და ქი უინი ვერ მოხვდნენ. ფილ ჰელმუტი და ჯო კადაც კარგა ხნის წინ გამოეთიშნენ თამაშს. ახლა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ეყოლება. 

თამაშში დარჩენილია ტომას კანული - 2015 წლის 'ნოემბრის ცხრიანის' მონაწილე, რომელიც ისტორიის გამეორებას და მეინ ივენთის ფინალურ მაგიდაზე მოხვედრას ცდილობს. მაშინ, მე-6 ადგილისთვის, კანულიმ $1.5 მილიონი დოლარი მოიგო.

ცოცხალია ასევე მაიკ მატუსოუ. ალკოჰოლზე დამოკიდებულების, უამრავი ვალის, გაკოტრებისა და მარტოსულობის წლების შემდეგ, ლეგენდარული მოთამაშე კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა - ის მეინ ივენთის ათასობით მონაწილეს შორის გზის გაკვლევას და მოწინავე საპრიზო ადგილების დაკავებას კვლავაც ახერხებს. მართალია, მატუსოუ გადარჩა, მაგრამ მისი სტეკი საუკეთესო მდგომარეობაში ნამდვილად არ არის. 

მატუსოუსთან ერთად თამაშში ანტონიო ესფანდიარიც რჩება. კიდევ ერთი ცნობილი მოთამაშე, ვინც სატურნირო სიცოცხლის შენარჩუნება შეძლო, ჯოზეფ ჩონგია. მისი სტეკი 2 მილიონ ჩიპს ითვლის, რაც მას ფინალურ მაგიდაზე მოხვედრის ერთ-ერთ პრეტენდენტად აქცევს. 

 

რუმები

ქართული უცხოური