WSOP Main Event - ესფანდიარი, გრინვუდი და ფოქსენი თამაშში რჩებიან
WSOP Main Event-ის მე-5 დღე გრძელი და დამღლელი გამოდგა - თამაში დილის 2 საათამდე გაგრძელდა, რამაც ფილდი 106 მოთამაშემდე შეამცირა.
ამ დროისთვის, ტურნირის ჩიპლიდერი ამერიკელი ტიმოთი სუ არის, რომლის ოფიციალურ ანგარიშზე $2.457 დოლარის ოდენობის სატურნირო შემოსავალია. WSOP-ის მთავარი ღონისძიებისთვის ოცნებითა და იმედით სავსე მოთამაშის აღმოჩენა უცხო მოვლენა ნამდვილად არ არის. ჩემპიონების უმეტესობა სწორედაც, რომ მოყვარული მოთამაშეები იყვნენ.
სახელი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, სემ გრინვუდია. ამჟამინდელი ჩიპქაუნთის მიხედვით, კანადელი ზომით მე-2 სტეკს აკონტროლებს. გრინვუდის მთავარ მაგიდაზე ყოფნა, თანაც ასეთი სტეკით, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის სხვა მოთამაშეების იმედებს. ის არაერთი ჰაიროლერ ტურნირის გამარჯვებულია, სადაც, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ უწევს თამაში.
106 გადარჩენილს შორის კიდევ რამდენიმე ცნობილი სახელია: ანტონიო ესფანდიარი, ალექს ფოქსენი და ჯეფ მედსენი. თამაშს აგრძელებს ასევე 2005 წლის მეინ ივენთის გამარჯვებულის, ჯო ჰეშემის შვილი - დენიელ ჰეშემი. ტურნირს მაიკ მატუსოუ, ჯოზეფ ჩონგი და ტოდ ბრანსონი გამოეთიშნენ.