WSOP Main Event-ის ფინალური მაგიდა -

ერთკვირიანი აქტიური გრაინდინგის შემდეგ, 2019 წლის WSOP Main Event-ის ლაინ-აფი 8.569 მონაწილიდან 9-მდე შემცირდა. 2016 წლამდე, ფინალური მაგიდა რამდენიმე თვის დაგვიანებით, ნოემბერში ითამაშებოდა, მაგრამ 2017 წლიდან "ნოემბრის ცხრიანი" აღარ იმართება და ფინალური მაგიდის მონაწილეები ივლისშივე აგრძელებენ თამაშს. 

დარჩენილ ცხრავე მოთამაშეს საკუთარი ისტორია აქვს: ზოგი EPT-ის ჩემპიონია, ზოგიც - უცნობი ვებ დეველოპერი, ზოგიერთის ანგარიშზე კი პოკერის მაგიდებთან მოგებული $8 მილიონი დოლარია, მაგრამ მათ საერთო მიზანი აკავშირებთ, რომელიც $10.000.000 დოლარადაა შეფასებული. ცხრავე მათგანს მილიონდოლარიანი საპრიზო ანაზღაურება გარანტირებული აქვს. 

ამ მომენტისთვის, ტურნირის ჩიპლიდერი გერმანელი ჰუსეინ ენსანია, რომლის ანგარიშზეც პრაღაში მოგებული EPT-ის ტიტული და $2.6 მილიონი დოლარია. მისი სტეკი 177 მილიონი ჩიპისგან შედგება, რაც თამაშში არსებული ჩიპების თითქმის ნახევარია. რთული წარმოსადგენია, რომ გერმანელმა ჩიპლიდი ადვილად დათმოს. 

მიმდინარე ფინალურ მაგიდაზე ჩიპქაუნთი ასე გამოიყურება:

პოზიციამოთამაშექვეყანაბიგ ბლაინდი
1ჰუსეინ ენსანიგერმანია177
2გარი გეიტსიაშშ99
3ჟენ ცაიაშშ61
4კევინ მაასიაშშ43
5ალექს ლივინგსტონიკანადა38
6დარიო სამარტინოიტალია33
7მილოშ სკრებიცისერბეთი23
8ტიმოთი სუაშშ20
9ნიკ მარშინგტონიბრიტანეთი20

 

რუმები

ქართული უცხოური