WSOP Main Event: დარჩენილია 3 მონაწილე
სულ რაღაც ერთ დღეში, მსოფლიოს პოკერის ახალი ჩემპიონი ეყოლება. 2019 წლის WSOP Main Event-ის ფინალურ მაგიდაზე 3 მონაწილეა დარჩენილი. გამარჯვებულს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო - WSOP-ის მეინ ივენთის ოქროს სამაჯური და $10.000.000 დოლარი ელოდება.
ტურნირის უპირობო ჩიპლიდერი ჰოსეინ ენსანია, რომელმაც მეინ ივენთის უკანასკნელი 3 დღე მაქსიმალური სტეკით გაატარა. შედარებისთვის, ის 163 ბიგ ბლაინდს ფლობს, რაც მეტოქეების გაერთიანებულ სტეკებზე თითქმის ორჯერ დიდია.
მე-2 და მე-3 ადგილებზე ალექს ლივინგსტონი და დარიო სამარტინო არიან. ლივინგსტონმა მნიშვნელოვანი ქამბექი გვაჩვენა: ის ფინალური მაგიდის აუტსაიდერად ითვლებოდა და იმდენი ქნა, რომ მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა.
პოზიცია | მოთამაშე | ქვეყანა | სტეკი | ბლაინდები |
1 | ჰოსეინ ენსანი | გერმანია | 326.800.000 | 163 |
2 | ალექს ლივინგსტონი | კანადა | 120.000.000 | 60 |
3 | დარიო სამარტინო | იტალია | 67.600.000 | 33 |
ფოტოსესიებისა და ინტერვიუების შემდეგ, ჰოსეინ ენსანი გადამწყვეტი დღისთვის ემზადება: "ხვალისთვის კარგად უნდა დავისვენო. სამნი ვართ დარჩენილი. ვფიქრობ, იგივე პოკერი უნდა გავაგრძელო. რა თქმა უნდა, სხვების თამაშს პატივს ვცემ, მაგრამ მე ჩიპები მაქვს, რაც დიდი უპირატესობაა."
ალექს ლივინგსტონმა საკუთარი შესაძლებლობები 2013 წელს აჩვენა, როდესაც მეინ ივენთის მე-13 პოზიციის დაკავება შეძლო. "დღესდღეობით, ულიმიტო თამაშებით დიდად არ ვინტერესდები, მაგრამ როცა საქმე ტურნირს ეხება, მაქსიმალურად თავდაჯერებული ვარ, - ყვება ლივინგსტონი, - საუკეთესო მოთამაშეებთან დაპირისპირებაზე ყოველთვის ვოცნებობდი. მეინ ივენთი ამის საშუალებას იძლევა: აქ ათასობით მოყვარული და პროფესიონალი მოთამაშე იკრიბება."
მეინ ივენთის ფინალური მაგიდის ამ დრომდე გადახდილი ანაზღაურებები:
პოზიცია | მოთამაშე | ქვეყანა | ანაზღაურება |
1 | $10.000.000 | ||
2 | $6.000.000 | ||
3 | $4.000.000 | ||
4 | გარი გეიტსი | აშშ | $3.000.000 |
5 | კევინ მაასი | აშშ | $2.200.000 |
6 | ჟენ ცაი | აშშ | $1.850.000 |
7 | ნიკ მარშინგტონი | დიდი ბრიტანეთი | $1.525.000 |
8 | ტიმოთი სუ | აშშ | $1.250.000 |
9 | მილოშ სკრებიცი | სერბეთი | $1.000.000 |