თამაშ GTA-ის მფლობელმა პატრიკ ანტონიუსს $700.000 მოპარა
სულ ცოტა ხნის წინ, რობერტ ალექსანდერი ლას ვეგასის კაზინოებში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სტუმარი იყო: ის კლუბებში ათასობით, ხოლო კაზინოებში - ასიათასობით დოლარს ხარჯავდა. მისი კომპანია - Kizzang ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშის - Grand Theft Auto-ის მფლობელია.
გასულ თვეში, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ რობერტ ალექსანდერს თაღლითობისთვის, ფულის გათეთრებისთვის და კომპანიის ფინანსების არაკეთილსინდისიერად მითვისებისთვის წაუყენა ბრალი. როგორც ირკვევა, ალექსანდერმა Kizzang-ის ბიუჯეტიდან $1.3 დოლარამდე თანხა დაუკითხავად აიღო. $404.000 დოლარი მან კაზინოში დახარჯა, $579.000-ით კი პირადი ვალები გადაიხადა, $25.000 დოლარად ქალიშვილს BMW-ის მარკის მანქანა უყიდა და ამერიკის კულინარიის ინსტიტუტში სასწავლებლად გაუშვა, რაც კიდევ დამატებით $28.000 დოლარიან ხარჯს ნიშნავდა.
საკუთარი კომპანიის გარდა, ალექსანდერი მეგობრებსაც ართმევდა ფულს. კაზინოში თამაშისას, მან მაიამელი ბიზნესმენისგან, ერიკ ფესლერისგან $200.000 დოლარი მიიღო.
ალექსანდერს კიდევ ერთი მომჩივანი გამოუჩნდა. ფინური გამოცემა Pokerisivut.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ლეგენდარულმა ჰაი სტეიკს გრაინდერმა, პატრიკ ანტონიუსმა საჯაროდ განაცხადა, რომ რობერტ ალექსანდერს მისი $700.000 დოლარიანი ვალი ჰქონდა. როგორც ინტერვიუში ირკვევა, საერთო ჯამში, პატრიკ ანტონიუსს $10 მილიონ დოლარზე მეტი აქვს გასესხებული, რომლის უკან დაბრუნებაც მან ვეღარ შეძლო.
ანტონიუსის ინტერვიუს დენიელ ნეგრანუ 'ტვიტერზე' გამოეხმაურა: "პოკერის სამყაროში, უამრავ ადამიანს აქვს ჩემი ვალი. ზოგმა მათგანმა მითხრა, რომ არ იცოდნენ, როდის შეძლებდნენ ფულის დაბრუნებას, ზოგმა კი მოტყუებით და საკუთარი ფინანსური მდგომარეობის დამალვით, საერთოდ უარი თქვა ვალის გადახდაზე."