შემოსავლების სამსახური - WSOP-ის რეალური გამარჯვებული
2019 წლის WSOP Main Event-ის დასრულების შემდეგ, ჩვენი ყოველწლიური რუბრიკის დრო მოვიდა: ვინ არის WSOP-ის რეალური გამარჯვებული?
WSOP Main Event-ის ჩემპიონი ირანული წარმოშობის გერმანელი მოთამაშე, ჰოსეინ ენსანი გახდა, რომელმაც $10.000.000 დოლარიანი ანაზღაურება მიიღო. მეორე ადგილზე ჰაი როლერ ტურნირების რეგულარი, იტალიელი დარიო სამარტინო გავიდა, $6.000.000 დოლარიანი ჩეკით. მე-3 ადგილისთვის, ალექს ლივინგსტონმა $4.000.000 დოლარი მოიგო. პოკერის მოთამაშეების მიერ ტურნირებზე მოგებული ფულით არაჩვეულებრივი სათაურები იქმნება, მაგრამ მათ მიერ სახლში წაღებული თანხა ახლოსაც არ არის WSOP-ის მიერ მოთამაშეებისთვის გადაცემულ ანაზღაურებასთან.
გადასახადების სპეციალისტმა და, ასევე, პოკერის მოთამაშემ - რას ფოქსმა პოკერის მოყვარულებს 2019 წლის WSOP Main Event-ის ფინალური მაგიდის მონაწილეების რეალური ანაზღაურება გააცნო. მისი განმარტებით, მოთამაშეების შემოსავალი იმ ქვეყნების კანონმდებლობებით იბეგრება, რომელთა მოქალაქეობასაც ისინი ფლობენ.
ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის მხრივ, ყველაზე მეტად ნიკ მარშინგტონს გაუმართლა: დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით, აზარტული თამაშებიდან მიღებული შემოსავალი ყოველგვარი გადასახადისგან თავისუფლდება. სწორედ ამიტომ, მარშინგტონის რეალური მოგება გაცილებით დიდია, ვიდრე მასზე 2 პოზიციით მაღლა მდგომი მოთამაშეებისა.
საერთო ჯამში, 2019 წლის WSOP Main Event-ის ფინალური მაგიდის მონაწილეებმა შემოსავლების სამსახურებს $12 მილიონ დოლარამდე გადაუხადეს.
პოზიცია | მოთამაშე | ანაზღაურება | გადასახადი | რეალური მოგება |
1 | ჰოსეინ ენსანი | $10.000.000 | $4.606.469 | 5.393.531 |
2 | დარიო სამარტინო | $6.000.000 | $2.572.350 | 3.427.650 |
3 | ლექს ლივინგსტონი | $4.000.000 | $1.200.000 | $2.800.000 |
4 | გარი გეიტსი | $3.000.000 | $1.050.813 | $1.949.187 |
5 | კევინ მაასი | $2.200.000 | $870.729 | $1.329.271 |
6 | ჟენ ცაი | $1.850.000 | $706.679 | $1.143.321 |
7 | ნიკ მარშინგტონი | $1.525.000 | $0 | $1.525.000 |
8 | ტიმოთი სუ | $1.250.000 | $491.150 | $758.850 |
9 | მილოშ სკრებიცი | $1.000.000 | $474.463 | $525.537 |