პატრიკ ანტონიუსი სატურნირო ინდუსტრიაში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება

პატრიკ ანტონიუსი ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება, რომელიც პოკერის ყველა სახეობაში თანაბარ წარმატებას აჩვენებს. უმეტესწილად, მან სახელი დიდ ქეშ-გეიმებში მონაწილეობისთვის გაითქვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის სატურნირო ანგარიშზე $7 მილიონ დოლარზე მეტია. 

2018 წლის დასაწყისში, 38 წლის მოთამაშემ ძვირადღირებულ MTT ტურნირებში გადაწყვიტა ძალების მოსინჯვა. მას შემდეგ, უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში, ანტონიუსის სატურნირო შემოსავალმა $5 მილიონ დოლარს მიაღწია. ტურნირებზე მოპოვებულმა წარმატებამ, ქეშ-გეიმების მისი სიყვარული მაინც ვერ გადაწონა: ის Triton-ის ძვირადღირებულ სესიებს აქტიურად ესწრებოდა. 

მისი მტკიცეებით, ბოლო წლებში განსხვავება ონლაინ და ლაივ მოთამაშეებს შორის კიდევ უფრო გაიზარდა, განსაკუთრებით ეს შერეულ თამაშებს - ე.წ. Mixed Game-ს ეხება: "კაზინოებში კვლავ არის შესაძლებელი შედარებით რბილი და ადვილი თამაშის მოძებნა, მაშინ როცა ონლაინ მოგება ძალიან გართულებულია."

როგორც ფინელი მოთამაშე განმარტავს, ბოლო დროს პოკერის თეორია იმდენად გართულდა, იმდენად მრავალფეროვანი და კომპლექსური გახდა, რომ ძველი მოთამაშეები ამ მასშტაბის ინფორმაციის ათვისებას ვეღარ ახერხებენ. მიუხედავად ამისა, მის არსენალში კვლავ დარჩა იმ გამოცდილების კვალი, რაც წლების განმავლობაში ურთულეს თამაშებში მიიღრო. 

ანტონიუსი სატურნირო ინდუსტრიაში უფრო აქტიურ ჩართვას აპირებს. ის რამდენიმე ინიციატივით გამოდის. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა მისივე სახელობის ტურნირზე იქნა განხორციელებული: Patrik Antonius Poker Challenge-ის მსვლელობისას მოთამაშეებს განსაზღვრული დრო მიეცათ. დარიგების საწყის ეტაპზე მოთამაშეებს გადაწყვეტილების მისაღებად სულ რაღაც 10 წამი ჰქონდათ, გვიან რაუნდებზე კი დრო იზრდებოდა. ასეთი მეთოდით, მოთამაშეებს საშუალება ეძლეოდათ, რთული გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, გვიან რაუნდებზეა მისაღები, მეტი დრო გამოეყენებინათ. საწყის ეტაპებზე, როგორიც პრეფლოპი და პოსტფლოპია, როცა გადაწყვეტილების მიღება შედარებით ადვილია, ისინი იძულებულები იყვნენ, გაცილებით სწრაფად ემოქმედათ. 

 

რუმები

ქართული უცხოური