კევინ როსტერი გარდაიცვალა - მოთამაშე, რომელმაც უკანასკნელი დღეები WSOP-ზე გაატარა
რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ კევინ როსტერზე გიყვებოდით - მოთამაშეზე, რომელსაც განსაკუთრებული სიმძიმის სიმსივნე დაუდგინდა. მან თავისი უკანასკნელი დღეები იმ საქმიანობას დაუთმო, რითიც ყველაზე მეტად ერთობოდა. სწორედ ამიტომ ის WSOP-ის რამდენიმე ტურნირზე დარეგისტრირდა და გადაწყვიტა, აზარტის თავბრუდამხვევ სამყაროში ბოლო მომენტამდე დარჩენილიყო.
რა თქმა უნდა, როსტერის მთავარი მიზანი იმ ადამიანების ინფორმირება და მოტივირება იყო, ვინც სხვადასხვა სახის სიმსივნეს, განსაკუთრებით კი ისეთ აგრესიულ სიმსივნეს ებრძვიან, როგორიც სარკომაა. "მე მოგებას ვცდილობ, მაგრამ კარტები ჩემს მხარეს არ არიან, - ყვებოდა როსტერი, - იღბლის და ფულის ნაცვლად, გაცილებით მნიშვნელოვანი რამ - ყურადღება მივიღე. მინდა, მადლობა გადავუხადო პოკერის მოთამაშეებს და მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც ჩემი მესიჯი მილიონობით ადამიანს მიაწოდეს. მე ვეცადე, მათთვის იმედი მიმეცა."
მისი საუკეთესო შედეგი $1.500 დოლარიან Monster Stack-ის ივენთზე აღებული 38-ე ადგილი იყო, რაც საკმაოდ კარგი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ ტურნირზე 6.035 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული.
36 წლის როსტერმა, როგორც თავად ამბობდა, სიმსივნის მოტყუება გადაწყვიტა. ნიუ ჯერსი აშშ-ში რიგით მე-8 შტატია, სადაც ევთანაზია დაუშვეს: როსტერი ექიმების დახმარებით, ტკივილისა და ხანგრძლივი წვალების გარეშე გამოეთხოვა სიცოცხლეს.