£1.000.000 Triton-ზე 8 მოთამაშეა დარჩენილი
ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტურნირის მე-2 დღეს, სათამაშოდ 36 მონაწილე დაბრუნდა, საიდანაც მე-3 გადამწყვეტი დღისთვის მხოლოდ 8 მათგანი დარჩა.
ამ მომენტისთვის, ტურნირის ჩიპლიდერი ვივეკ რაჯკუმარია, რომელიც 150 ბიგ ბლაინდს აკონტროლებს. "ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ ამასთანავე, ნერვიულობა და მღელვარება მოდუნების საშუალებას არ მაძლევს" - ამბობს ინდოელი მოთამაშე. გამარჯვებისა და £19.000.000 ფუნტ სტერლინგის მოპოვების შემთხვევაში, ის არამხოლოდ საკუთარი ქვეყნის, არამედ რიკ სალომონის გამო, ამერიკის დროშასაც ააფრიალებს. სწორედ რიკ სალომონი იყო ადამიანი, ვინც რაჯკუმარი ტურნირზე მიიწვია.
გუშინდელი ჩიპლიდერი - ბილ პერკინსი 17 ბიგ ბლაინდამდე ჩამოქვეითდა და, ამ მომენტისთვის, ტურნირის შორთ სტეკია. ვივეკ რაჯკუმარის შემდეგ, ჩიპების რაოდენობით მე-2 ადგილზე სტივენ ჩედვიკია. ბრიტანელმა ჰაი როლერმა, მოყვარული მოთამაშეების ჩიპების მისათვისებლად, მთელი თავისი ცოდნა და უნარები გამოიყენა და წარმატებითაც - მისი სტეკი 82 ბიგ ბლაინდისგან შედგება.
პროფესიონალი მოთამაშე, რომელსაც განსაკუთრებით არ გაუმართლა, იგორ კურგანოვია. ის ტურნირის ე.წ. 'ბაბლიდან' გავარდა. რუსი მოთამაშე ბილ პერკინსთან დამარცხდა, TT-ით JJ-ის წინააღმდეგ.
ამ მომენტისთვის, ფინალური მაგიდის ჩიპქაუნთი ასე გამოიყურება:
პოზიცია | მოთამაშე | ქვეყანა | ბიგ ბლაინდი |
1 | ვივეკ რაჯკუმარი | ინდოეთი | 150 |
2 | სტივენ ჩედვიკი | დიდი ბრიტანეთი | 82 |
3 | ტიმოთი ადამსი | კანადა | 48 |
4 | ბრინ კენი | აშშ | 46 |
5 | ალფრედ დეკაროლისი | აშშ | 45 |
6 | აარონ ჟანგი | ჩინეთი | 42 |
7 | დენ სმიტი | აშშ | 20 |
8 | ბილ პერკინსი | აშშ | 17 |