Triton Millions-ის გამარჯვებული აარონ ზანგი გახდა; მეორეზე ბრინ კენი გავიდა

3 დღის განმავლობაში, £1.050.000 ფუნტ სტერლინგის ფასად, მოყვარულ მოთამაშეებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარი შესაძლებლობები პროფესიონალი მოთამაშეების გვერდით გამოეცადათ. ტურნირის 54 მონაწილემ £54.000.000-იანი საპრიზო ფონდი შექმნა. £2.7 მილიონი ფუნტ სტერლინგი კი სრულად მოხმარდა ქველმოქმედებას.

ღონისძიებას სპეციალური სტრუქტურა ჰქონდა: "ბიზნესმენს", ანუ მოყვარულ მოთამაშეს, რომელიც ტურნირზე დარეგისტრირდებოდა, ერთი პროფესიონალის მოწვევა შეეძლო. საბოლოოდ, ყველაფერი ისე დასრულდა, რომ ტურნირის გამარჯვებული სწორედ მოყვარული მოთამაშე - ჩინელი ბიზნესმენი, აარონ ზანგი გახდა. მე-2 ადგილი კი ამერიკელმა პროფესიონალმა მოთამაშემ, ბრინ კენიმ დაიკავა. 

ჰედს-აპის სასტარტო მომენტისთვის, ბრინ კენი მოწინააღმდეგეზე 5-ჯერ დიდ სტეკს აკონტროლებდა. თამაშის დაწყებამდე, პირისპირ დარჩენილმა მეტოქეებმა, შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ბრინ კენის £16.890.509, ხოლო აარონ ზანგს - £13.779.491 ფუნტ სტერლინგი შეხვდა. 

ტურნირის გამარჯვებული - აარონ ზანგი თავისმა მეგობარმა, Triton-ის ერთ-ერთმა სულისჩამდგმელმა, პოლ ფუამ წარადგინა. "ის ძირითადად ქეშ-გეიმებზე მინახავს. ვიცოდი, რომ კარგი იყო, მაგრამ ამდენად კარგი არასდროს მეგონა, - იხუმრა ფუამ, - აარონის წარმატება ნათელი მაგალითია იმისა, რომ მოყვარულ მოთამაშეებს პროფესიონალების წინააღმდეგ რეალურად აქვთ მოგების შანსი."

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ტურნირის ფინალური ადგილები ასე გადანაწილდა:

პოზიციამოთამაშექვეყანაანაზღაურება
1აარონ ზანგიჩინეთი£13.779.491
2ბრინ კენიაშშ£16.890.509
3დენ სმიტიაშშ£7.200.000
4სტივენ ჩედვიკიდიდი ბრიტანეთი£4.410.000
5ვივეკ რაჯკუმარიინდოეთი£3.000.000
6ბილ პერკინსიაშშ£2.200.000
7ალფრედ დაკაროლისიაშშ£1.720.000
8ტიმოთი ადამსიაშშ£1.695.393

 

რუმები

ქართული უცხოური