50.000-იანი ჰაი როლერზე ჩარლი კარელმა ჯეისონ კუნი დაამარცხა

ლონდონში მიმდინარე Triton High Roller-ის ფარგლებში £50.000 ფუნტ სტერლინგიანი ივენთი გაიმართა. როგორც წესი, £50.000-იანი ტურნირი ნებისმიერი ფესტივალის მთავარი ღონისძიება უნდა გამხდარიყო, მაგრამ £1.050.000-იანი ტურნირის გვერდით ის პატარა საიდ ივენთი აღმოჩნდა, რომელიც ყურადღების ცენტრში ვერ მოხვდა.

მიუხედავად ამისა, ღონისძიებაზე პოკერის დიდი სახელები შეიკრიბნენ. მაგალითად, აიზიკ ჰექსტონმა და თალალ შაკერჩიმ ტურნირში გადახდილი თანხა გაიორმაგეს. შვეიცარიული პოკერის ამომავალმა ვარსკვლავმა, ლინუს ლოლაიგერმა კი კარიერაში საუკეთესო ანაზღაურება - £594.000 ფუნტ სტერლინგი მიიღო. რამდენიმე საათის შემდეგ, მან 25.000-იანი ტურნირიც მოიგო, სადაც წინა შედეგი გაიუმჯობესა - ამჯერად, მისმა ანაზღაურებამ £690.000 ფუნტ სტერლინგი შეადგინა. 

ერთმანეთის პირისპირ ჩარლი კარელი და ჯეისონ კუნი დარჩნენ. მართალია, უკვე დილის 4 საათი იყო და მოთამაშეებს დასვენება უნდოდათ, ადგილობრივი რეგულაციების თანახმად, ტურნირი იმავე დღეს უნდა დასრულებულიყო. 

ორივე მოთამაშე ერთმანეთის პირისპირ 20 ბიგ ბლაინდზე ნაკლები სტეკით აღმოჩნდა, ამიტომაც გამარჯვებულის ბედი სრულად აღმოჩნდა იღბალზე დამოკიდებული. იღბალი კი ჩარლი კარელის მხარეს აღმოჩნდა. ჯეისონ კუნმა მე-2 ადგილისთვის £907.000, ხოლი ჩარლი კარელმა £1.321.000 ფუნტ სტერლინგი მიიღო. 

 

რუმები

ქართული უცხოური