სტეიკინგ ჯგუფი ნიკ მარშინგტონისგან ფულის ამოღებას ცდილობს
თუ პოკერში თავი სკანდალმა იჩინა, როგორც წესი, სუფთა არცერთი მხარე არ გამოდის. ამ შემთხვევაშიც, როცა საქმე ნიკ მარშინგტონსა და სტეიკინგ ჯგუფ - C Biscuit-ს ეხება, ორივე მხარე დანაშაულის საკუთარ წილს ფლობს.
მოკლედ იმის შესახებ, თუ რაშია საქმე: 2019 წლის WSOP-ის მეინ ივენთზე დასარეგისტრირებლად, ნიკ მარშინგტონმა სპონსორის ძებნა დაიწყო. სტეიკინგ საიტმა, სახელად C Biscuit მარშინგტონის წინადადება მიიღო და მისი ბაი-ინის ნაწილი დაფარა. მეინ ივენთის დაწყებამდე, მარშინგტონმა სტეიკინგ ჯგუფისთვის ფულის დაბრუნება გადაწყვიტა, რადგან ჩათვალა, რომ საკუთარი თამაშის გაყიდვა უკეთეს ფასადაც შეეძლო. მართლაც, C Biscuit-მა 21 წლის მოთამაშის მიერ უკან დაბრუნებული თანხა ყოველგვარი პრეტენზიისა და გართულების გარეშე მიიღო.
მოგვიანებით, ნიკ მარშინგტონმა WSOP-ის მეინ ივენთის ფინალურ მაგიდაზე მოხვედრა და მე-7 ადგილზე გასვლა შეძლო, რაც $1.525.000 დოლარიან ანაზღაურებას ნიშნავდა.
მოვლენების ასეთი ხაზის შემდეგ, C Biscuit-მა მარშინგტონს სასამართლოში უჩივლა და განაცხადა, რომ მოთამაშე ვალდებულია საიტს საკუთარი მოგების 10% გადაუხადოს.
როგორც პოკერის სტაჟიანი მოთამაშეები და რეგულარები ამბობენ, C Biscuit-ის მოთხოვნა სრულიად უსამართლოა, მაგრამ ამასთანავე იმასაც აღნიშნავენ, რომ არც ნიკ მარშინგტონია უპირობოდ მართალი. როგორც წესი, მოთამაშე სტეიკინგ ჯგუფს აღებულ ფულს მხოლოდ მაშინ უბრუნებს, თუ ის ტურნირში მონაწილეობას აღარ აპირებს. თუ მოთამაშე თამაშს აგრძელებს, ის ყოფილ სპონსორს აღებულ თანხასა და გარკვეულ კომპენსაციასაც უხდის. მართალია, მარშინგტონი იურიდიულად მართალია, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი საქციელი მის რეპუტაციას დააზიანებს, რაც სამომავლოდ სპონსორის მოძებნაში შეუშლის ხელს.
როგორც CardPlayer-ის ერთ-ერთი ჟურნალისტი და დიდი ხნის მოთამაშე, გევინ გრიფინი ამბობს, თუ მარშინგტონს გაყიდული თამაშის პირობები არ მოეწონა, უკეთეს პირობებზე მას შემდეგი შეთანხმების დროს უნდა ეზრუნა და მომხდარი ამბავი გაკვეთილად გამოეყენებინა. თუმცა, სხვების მსგავსად, C Bistcuit-ის მხარეს არც გრიფინი არ იჭერს.