როზვადოვში მიმდინარე Triton-ის ფესტივალზე ტონი ჯიმ €237.250 ევრო მოიგო
როზვადოვში, King's Casino-ში, PartyPoker-ისა და Triton-ის გაერთიანებული პოკერის ფესტივალი მიმდინარეობს. გუშინ, სერიების ფარგლებში, როგორც მოსალოდნელი იყო, Short Deck ივენთი გაიმართა. ტურნირის საფასურის - €25.000 ევროს გადახდა 27 მოთამაშემ გადაწყვიტა, რამაც €641.250 ევროიანი საპრიზო ფონდი შექმნა.
27 მონაწილიდან, დღევანდელ ეტაპზე გადასვლა მხოლოდ 7 მოთამაშემ შეძლო, რომელთა შორის თავად King's Casino-ის მფლობელი - ლეონ ცუკერნიკიც იყო. ჩეხ მასპინძელთან ერთად, გამარჯვებისთვის Triton-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და შორთ დექ პოკერის უდიდესი პრომოუტერი - პოლ ფუაც იბრძოდა.
სხვა დიდი სახელების გარდა, Triton-ისა და PartyPoker-ის სერიებზე ტონი ჯიც გამოჩნდა - PartyPoker-ის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და ვეტერანი ჰაი სტეიკს რეგულარი, რომელიც უკვე მრავალი წელია ლიეტუვისა და ევროპის პოლიტიკაში აქტიურად მოღვაწეობს.
სწორედ პოლ ფუა იყო შვიდეულის პირველი აუტსაიდერი, რომელიც ტონი ჯის კარტს ემსხვერპლა. ჩინელ და მალაიზიელ მოთამაშეებთან ერთად, ფინალურ მაგიდასთან კერი კატზიც იმყოფებოდა, რომელმაც მე-4 პოზიციამდე მიაღწია. მას ერთი ადგილით გაუსწრო ცუკერნიკმა, რომელმაც საკუთარ კედლებში €104.000 ევრო მიიღო.
ფინალური ჰედს-აპი ტონი ჯისა და ვეიკ იუს შორის გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ შორთ დექი, რომელიც ტეხასური ჰოლდემის "შეკვეცილ" ვერსიას წარმოადგენს, სუფთა აზიური გამოგონებაა, ჩინელმა მოთამაშემ გადამწყვეტი ბრძოლის მოგება ვერ შეძლო.
მართალია, ტონი ჯიმ როზვადოვში გამართულ ტურნირზე $237.250 ევრო მოიგო, ეს მის პოკერში დაბრუნებად მაინც ვერ შეფასდება. ლიეტუველი მოთამაშე, პერიოდულად, აქამდეც ხშირად ჩნდებოდა დიდ ტურნირებზე, მაგრამ აქტიურად პოკერში ჩაბმაზე არასდროს ულაპარაკია. როგორც თავად ამბობს, პროფესიონალი მოთამაშის კარიერა მისთვის დიდი ხნის წინ დასრულდა.