PokerStars-მა მაგიდების რაოდენობა 24-დან 4-მდე შეამცირა

20 აგვისტოს PokerStars-მა საკუთარ მომხმარებლებს სიახლის შესახებ ამცნო, რომელიც ბევრისთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა: მაგიდების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა გახსნაც ერთდროულად იქნება შესაძლებელი, 24-დან 4-მდე შემცირდა. რეგულარების აზრით, მსგავსი ნაბიჯით, PokerStars-მა საკუთარ მომხმარებლებს ასეთი მესიჯი გაუგზავნა: მოკიდეთ ხელი თქვენს ბანკროლს და სადმე სხვაგან წადით, სადაც ნორმალურად თამაშის საშუალება გექნებათ. 

"ჩვენ გვესმის, რომ ასეთ გადაწყვეტილებას უამრავ მოთამაშეზე ექნება გავლენა, - განაცხადა Stars Group-ის ინოვაციებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, სევერინ რასეტმა, - გადაწყვეტილება განსაკუთრებით იმ მოთამაშეებს არ მოეწონებათ, რომელთა შემოსავალიც მულტი-თეიბლინგზე იყო დამოკიდებული. ასეთი ნაბიჯის გადადგმა ჩვენთვისაც რთული იყო, მაგრამ გვჯერა, რომ სწორად მოვიქეცით და თამაშის სწორი განვითარებისთვის ასე სჯობს. იმედი გვაქვს, რომ კონკრეტულ მაგიდაზე მეტი კონცენტრაციითა და ერთ მაგიდაზე უფრო აქტიური თამაშით, ადაპტირებას და ახალ გარემოსთან შეგუებას შეძლებთ."

მაგიდებზე დაწესებული ე.წ. 'კეპი' ახალი არაა. PokerStars-მა 6-მდე შეამცირა მაგიდების რაოდენობა იტალიურ ბაზარზე. ფილ გალფონდმაც იგივე გადაწყვეტილება მიიღო საკუთარ Run It Once-ზე. 

PokerStars-მა საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ასეთი სვლით თამაში გაცილებით ჩქარი და დამწყები მოთამაშეებისთვისაც მისაღები აღმოჩნდებოდა. რეგულარების აზრით, კომპანია ცდილობს თამაში ხელოვნურად გაააქტიუროს, რის ხარჯზეც რეიკიც გაიზრდება. ეს კი დამატებითი მოგების მიღების საშუალებას იძლევა.

რუმები

ქართული უცხოური