დენ jungleman ქეითსის საოცარი ფოლდი Triton £100.000 Main Event-ზე

დენიელ ქეითსი თანამედროვეობის თუ საუკეთესო არა - ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. გარდა იმისა, რომ ის Bobby's Room-ში უმაღლესი ლიმიტების ქეშ-გეიმებზე თამაშობს, ლონდონში გამართულ Triton-ის სერიებზე jungleman-მა დაამტკიცა, რომ მისი ცოდნა და უნარები ტურნირებზეც გადამწყვეტ როლს ასრულებენ. 

დარიგება Triton £100.000 ფუნტ სტერლინგიან მეინ ივენთზე გათამაშდა, როდესაც ერთმანეთს დენ ქეითსი და აზიური პოკერის ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი - პოლ ფუა დაუპირისპირდნენ. 

AA3 ფლოპი მაშინ დარიგდა, როცა დენ ქეითსს AJ, ხოლო პოლ ფუას - 33 ეჭირათ. პოზიციაში მყოფმა პოლ ფუამ მოწინააღმდეგის ბეთი მსუბუქი ქოლით მიიღო, იმ იმედით, რომ ქეითსი შეტევას მომდევნო რაუნდებზეც გააგრძელებდა. როგორც წესი, ამერიკელი მოთამაშე აგრესიული ბეთინგით ხასიათდება და შეტევას პირველივე ქოლზე არასდროს წყვეტს. 

თერნზე დადებულმა AA36-მა ცვლილება ვერ მოიტანა. jungleman-მა კიდევ ერთხელ გაისროლა და ფუამაც მისი აგრესია კვლავ ქოლით მიიღო. რივერზე 9 დაიდო.  AA369ბორდი ქეითსისთვის იმას ნიშნავდა, რომ მაგიდაზე არც სავარაუდო ფლეში დასრულ და არც დაბალი სთრეითი, რომლის გამოც პოლ ფუას შეეძლო ქოლი გაეკეთებინა. ამერიკელის უკანასკნელ ბეთს მალაიზიელის ოლ ინი მოჰყვა. დენიელ ქეითსს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე წუთი დასჭირდა. 

სრული დარიგების ნახვა ქვემოთ შეგიძლიათ:

რუმები

ქართული უცხოური