Poker After Dark-ის ეთერში რობ იონგმა $467.300 დოლარიანი დარიგება მოიგო
როცა პოკერის მაგიდასთან მილიონერ ბიზნესმენებს და პროფესიონალ მოთამაშეებს პატიჟებ, შესაძლოა, სრული სიგიჟის შემსწრე გახდე. Poker After Dark-ის უკანასკნელ ეპიზოდში, რომლის ნახვაც ჯერჯერობით მხოლოდ ფასიანი ექაუნთებიდანაა შესაძლებელი, $460.000 დოლარიანი ბანკი გათამაშდა, რა დროს ერთ-ერთ მოთამაშეს მხოლოდ 74 ეჭირა.
74-ის მფლობელი ლონდონური კაზინოს - Dusk Till Dawn-ის მფლობელი რობ იონგი იყო. $100/$200 ქეშ-გეიმზე მოვლენები სწრაფად ვითარდებოდა: ჯენიფერ ტილის რეიზისა და ბრენდონ კანტუს ფოლდის შემდეგ, ალან ქითინგმა, AQ-ით, $15.000 დოლარიანი რირეიზი გააკეთა. თამაშის გაგრძელების სურვილი მხოლოდ რობ იონგმა გამოთქვა და $36.500 დოლარიანი ბანკით ცენტრში, ბრიტანელი და ამერიკელი ერთმანეთის წინააღმდეგ დარჩნენ.
5Q4 ფლოპის შემდეგ, ქითინგის 62%-იანი შანსი 75%-მდე გაიზარდა. თუმცა, რობ იონგს დაბალი წყვილი და ბექდორ სთრეით და ბექდორ ფლეშ დროები ჰქონდა, რამაც მას კიტინგის $20.000 დოლარიან ბეთზე ქოლისკენ უბიძგა.
5Q42-ის შემდეგ, რობ იონგის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა - მან ფლეშ დრო მიიღო. ალან ქითინგს დამატებითი შანსების მიცემის სურვილი აღარ ჰქონდა, ამიტომაც, მან დარჩენილი $195.000 დოლარი მაგიდის ცენტრში მოათავსა. "მგონი, წინ ვარ, - რობ იონგმა ხმამაღლა ფიქრი დაიწყო, - რა ჯანდაბად უნდა გაგეკეთებინა ასეთი ოვერბეთი, AA ან მაღალი წყვილი რომ გყოლოდა?" 14 სავარაუდო აუტის იმედად, რობ იონგმა ქოლი გააკეთა.
ბორდი დასრულდა: 5Q424. ალან ქითინგის სატელევიზიო დებიუტმა მძიმე კრახი განიცადა. მართალია, დიდი ემოცია არ გამოუხატავს, მაგრამ $467.300 დოლარიანი ბანკის წაგება ვერცერთი მოთამაშისთვის ადვილი გადასატანი ვერ იქნებოდა. ამერიკელმა დანებებას ბრძოლა არჩია და მაგიდას დამატებითი $1.000.000 დოლარით დაუბრუნდა.