EPT Barcelona Main Event-ის ჩემპიონი საიმონ ბრენდსტრომი გახდა

EPT-ის ახალი ჩემპიონი ჰყავს: PokerStars-ისა და EPT-ის ერთობლივი პროექტის მთავარი ღონისძიების გამარჯვებული, რომელიც ბარსელონაში გაიმართა, საიმონ ბრენდსტრომი გახდა. ის მე-11 შვედია, ვინც EPT-ის მეინ ივენთის ტიტულის მოგება შეძლო. უკანასკნელი შვედი, ვინც 2013 წელს EPT-ის ტიტული ასწაია, რობინ ილიტალო იყო. 

ბრენდსტრომი EPT-ის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს, რადგან მან რეკორდული რაოდენობის ფილდზე მოახერხა გამარჯვება: €5.300 ევროიან მეინ ივენთზე 1.988 მონაწილე დარეგისტრირდა, რაც პოკერის ევროპულ ტურზე უპრეცედენტო აქტივობას ნიშნავდა. 

მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი არ გეცნობათ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ბრენდსტრომი წარმატებული მოთამაშეა: მის ანგარიშზე ტურნირებზე დაგროვილი $800.000 დოლარია. მას ასევე შვედი და ასევე მოთამაშე - ალექსანდერ ივარსონი ქომაგობდა, რომელსაც EPT National High Roller-ის ტურნირი აქვს მოგებული. 

ფინალურ ჰედს-აპში ბრენდსტრომმა უნგრელი მარტონ ჩუჩორი დაამარცხა. მას საშუალება ჰქონდა პირველი უნგრელი გამხდარიყო, ვინც EPT-ის მოგება შეძლო. 

პირველი ადგილისთვის შვედ მოთამაშეს €1.290.166 ევრო ხვდა წილად.

რუმები

ქართული უცხოური