ლუკ გრინვუდმა British Poker Open-ის პირველი ტურნირი მოიგო

აზარტული თამაშების მოყვარულებს Poker Central-მა British Poker Open-ის სერიები შესთავაზა, რომელზეც ძვირადღირებული ტურნირების რეგულარებს ელოდებიან. 

პირველი ივენთი გუშინ გაიმართა. მისი ბაი-ინი £10.000 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირზე სულ 26 მოთამაშე დარეგისტრირდა, ფინალური მაგიდა ვარსკვლავებით იყო სავსე: სემ გრაფტონი, რობერტ ფლინკი, სტივ ო'დუაიერი და სემ გრინვუდი. გამარჯვება სწორედ ამ უკანასკნელს ხვდა წილად, რომელმაც ჰედს-აპში ო'დუაიერი დაამარცხა და £119.600 მიიღო.  

"ვერ ვიხსენებ, ბოლოს ტურნირი როდის მოვიგე, - ყვება კანადელი მოთამაშე, - ყოველთვის ფულზე ვარ ორიენტირებული, მაგრამ ტურნირის მოგება მაინც განსაკუთრებული შეგრძნებაა."

მართლაც, ბარსელონაში გამართულ EPT-ის სერიებზე,  გრინვუდმა ტურნირის მოგება ვერ მოახერხა, მაგრამ პოკერის ესპანური ფესტივალი $850.000 დოლარით მდიდარმა დატოვა.  

რუმები

ქართული უცხოური