დენ ქეითსი Bobby's Room-ის სესიაზე აგებს

Bellagio-ში მდებარე Bobby's Room-ში დიდი ქეშ-გეიმები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ოთახში მომხდარი ამბები ოთახშივე რჩება, მაგრამ მაინც მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, ვინც გულშემატკივრებს მცირეოდენ ინფორმაციას მაინც აწვდიან. თუ ადრე Bobby's Room-ის ამბებს გას ჰენსენი გვატყობინებდა, ამჯერად, პოკერის მოყვარულებს მხსნელად დენიელ ქეითსი მოგვევლინა. 

როგორც ჩანს, ლეგენდარული გრაინდერი საკმაოდ დიდ თანხებს კარგავს, მაგრამ დაუნსვინგს მაინც იუმორით უდგება. დენ ქეითსის განმარტებით, ის სპეციალურად აგებს, რადგან ეს ყველაფერი სპეციალური სტრატეგიის ნაწილია. "ყველას ვაჯერებ, რომ მაგიდაზე 'თევზი' სწორედ მე ვარ, - ყვება ქეითსი, - ნელ-ნელა საკუთარ 'თევზობას' მეც ვიჯერებ." როგორც jungleman გვიყვება, რამდენიმე საათის განმავლობაში მან უკვე ორი ძვირადღირებული მანქანა წააგო.

დენ ქეითსის მაგიდასთან დოილ ბრანსონი, მეტ კირკი, ტიმოფეი კუზნეცოვი და აიზიკ ჰექსტონი თამაშობენ. სწორედ ჰექსტონს უწოდებს ის 'ბნელეთის პრინცს': "აიზიკ ჰექსტონი ნამდვილი ბოროტების განსახიერებაა. შეხედეთ, რამედნი აქვს მოგებული!" 

ჯერჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა დენიელ ქეითსისა და ტომ დუანის ჰედს-აპი, რომელიც წლების წინ უვადოდ შეწყდა, მაგრამ ამერიკელი გრაინდერი არც დუანის გარეშე გრძნობს მოწყენილობას.  

რუმები

ქართული უცხოური