მოთამაშეები ფილ ჰელმუტს აკრიტიკებენ
ცოტა ხნის წინ ფილ ჰელმუტი Live at the Bike-ის სატელევიზიო ქეშ-გეიმზე გამოჩნდა, სადაც, მოყვარულ ნახევრადპროფესიონალებთან ერთად, მაიკ მატუსოუს და დენიელ ქეითსის წინააღმდეგ ითამაშა. ერთ-ერთ მომენტში, Poker Brat-მა ქეშ-გეიმის დატოვება გადაწყვიტა და თან მაიკ მატუსოუს ფული წაიღო.
საქმე იმაშია, რომ თამაშის დაწყებამდე, მატუსოუს სტეკის ნახევარი ფილ ჰელმუტმა შეავსო. რა თქმა უნდა, ჰელმუტის ინვესტიცია იმას გულისხმობდა, რომ მატუსოუს მოგების 50% ინვესტორს შეხვდებოდა.
"გარკვეულ ეპიზოდში, მაიკი სოლიდურ ფულს აგებდა, მაგრამ შემდეგ კარგი თამაში აჩვენა და კარგადაც მოიგო, - წერს ჰელმუტი 'ტვიტერის' გვერდზე, - კარგი 'ქამ ბექია' მაიკ!"
ლეგენდარულმა ქეშ-გეიმერმა და, ამჟამად, ვიდეო-ბლოგერმა - დაგ პოლკმა ჰელმუტის საქციელს თავისი გადაცემის ნაწილი მიუძღვნა და 'ტვიტერზე' თავისი მეგობრის საქციელის ეთიკური მხარე გააკრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, პოლკი ჰელმუტს ხშირად საყვედურობს.
სათამაშო მაგიდას თუ შევხედავთ, აშკარა გახდება, რომ მატუსოუსა და ჰელმუტს შორის მიმდინარე მოლაპარაკება ჩიპების გატანის თაობაზე არავის ადარდებდა. მარკ ლაპიანამ დაგ პოლკის პოსტს ასე უპასუხა: "ჰელმუტის საქციელი აშკარად ჩარჩოებს გარეთაა. მე რომ ვაგებდე და ვინმემ ჩემი სტეკის ნახევარი თამაშიდან გაიტანოს, ფაქტიურად, უშანსოდ მტოვებს. საზიზღრობაა! მაიკს თავისი სესია უნდა დაესრულებინა და შემდეგ თავის სპონსორთან საქმე გაერკვია."
"ვფიქრობ, რომ პოკერისთვის არაჩვეულებრივი პერსონა ხარ, მაგრამ ამ შემთხვევაში დეტალებში ჩახედვა არ გაწყენდა, - მიმართავს ჰელმუტი დაგ პოლკს, - მალე გადაღებები იწყებოდა, რის გამოც თამაში 7:30-ზე უნდა დასრულებულიყო. ჩიპები თამაშიდან 8-ზე გავიტანე. მაინც, მადლობა, რომ თამაშს უყურე!"