British Poker Open-ზე ბენ ტოლერენმა £840.000 მოიგო

British Poker Open-ის სერიები დასასრულს მიუახლოვდა. დღეს, 13 სექტემბერს, ლონდონური სერიების ყველაზე ძვირადღირებული ივენთი - £250.000 ფუნტ სტერლინგიანი ტურნირი იწყება. 

მანამდე კი, მოთამაშეები £100.000-იან ტურნირზე გახურდნენ. ღონისძიებაზე მხოლოდ 12 მოთამაშე დარეგისტრირდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ £1.2 მილიონიან საპრიზო ფონდს სულ რაღაც 2 ფინალისტი გაიყოფდა. 2 იღბლიანი კი ბენ ტოლერენი და კერი კატზი აღმოჩდნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ კატზმა ფინალური ოთხეული ჩიპლიდით დაიწყო, ჩიპების ძირითადი ნაწილის თავის სტეკში მოგროვება ბენ ტოლერენმა შეძლო. "შორთსტექი ვიყავი, - ყვება ტოლერენი ჟურნალისტებთან, - 3ბეთ პოტი მოვიგე. ამის შემდეგ, KK აღმომაჩნდა. ნელ-ნელა საშუალო ზომის სტეკი მოვაგროვე."

ტოლერენისნაირი მოთამაშისთვის საშუალო სტეკი მსხვილკალიბრიან იარაღად შეიძლება ჩაითვალოს. ამერიკელმა ჰაი როლერმა ჯერ გერმანელი კრისტოვ ვოგელსანგი გაისტუმრა ხელცარიელი, შემდეგ კი - ბელარუსი მიკიტა ბადიაკოვსკი. ამ მოვლებემა ტოლერენს ფინალური ჰედს-აპის 10-1 ჩიპლიდით დაწყების საშუალება მისცეს, რაც ორთაბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. 

ბენ ტოლერენმა £840.000, ხოლო კერი კატზმა - £360.000 ფუნტ სტერლინგი მოიგეს. "ძალიან რთული სერიები იყო, - ამბობს ტოლერენი, - ამ მოთამაშეების წინააღმდეგ საკმარისი თავდაჯერებულობა ნამდვილად არ მაქვს. ეს რომ პოტ ლიმიტ ომაჰა ყოფილიყო, გაცილებით მშვიდად ვიქნებოდი."

რუმები

ქართული უცხოური