ფილ გალფონი: "ჯერჯერობით, Run It Once მომგებიანი არ არის"
სულ ცოტა ხნის წინ, ფილ გალფონდმა, როგორც იქნა, თავისი პოკერ-რუმის - Run It Once-ის პრეზენტაცია მოაწყო. გუშინ კი, PokerNews-ის პოდკასტში, სარა ჰერინგთან და ჯეფ პლატთან ერთად, მომავალ გეგმებზე ისაუბრა.
როგორც ლეგენდარული მოთამაშე ყვება, Run It Once-ზე თამაშები საკმაოდ გართულდა, რაც მოთამაშეების რაოდენობის ზრდით და მაღალი დონის პოკერითაა გამოწვეული. დაპირებისამებრ, მაგიდებზე მოთამაშეების ნიკები შეცვლილია, რათა ანალიტიკურმა პროგრამებმა მათი სტატისტიკების შეგროვება ვერ შეძლონ. სამაგიეროდ, გალფონდის ნიკი უცვლელია და მისი თამაშის კონტროლი ყველას შეუძლია.
რა გზებით აპირებს გალფონდი მოთამაშეების მოზიდვას? Play, Chat and Learn with the Pros - ასეთი იყო Full Tilt Poker-ის დევიზი. გალფონდმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოკერ-რუმის დევიზი რეალობაში გადმოიტანა. ის მიკროლიმიტებზე რეგულარულ მოთამაშეებთან ერთად თამაშობს, მაგრამ მასზე სპეციალური ჯილდოა დაწესებული: თუ მისი სტეკის 100 ბიგ ბლაინდით შემცირებას შეძლებთ, თქვენ საჩუქრად €20 ევროს მიიღებთ. შესაძლოა, თანხა დიდი არ არის, მაგრამ მიკროლიმიტებზე €20 ევრო მთლიანი ბანკროლის ტოლი შეიძლება იყოს.
გარდა ამისა, ფილ გალფონდი აქტიურ სტრიმინგს მიმართავს: "ვიცი, რომ ხალხს ჩემთან თამაში სურს. მას შემდეგ, რაც მაგიდებზე გამოვჩნდი, Run It Once-ის ტრაფიკი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ძალიან დამეხმარა, ასევე, ლაივ სტრიმი. ახლა ვისვენებ და ტრაფიკი ცოტათი შემცირდა, მაგრამ პოკერ-რუმს გაცილებით მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე ჩემს გააქტიურებამდე."
მიუხედავად წარმატებისა, Run It Once ისეთ დიდ პლატფორმებს გვერდით ნამდვილად ვერ დაუდგება, როგორებიც PartyPoker ან PokerStars არიან. როგორც გალფონდი ამბობს, ჯერჯერობით პოკერ-რუმი მოგებას ვერ იძლევა. მაგრამ თავმდაბლობას ნამდვილად არ იჩენს, როცა საქმე ხარისხს ეხება: "დღესდღეობით, ბაზარზე არსებულ პოკერ-რუმებს შორის, Run It Once-ს საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფა აქვს."
ფილ გალფონდი Run It Once-ს წლების განმავლობაში, უამრავ მოთამაშესთან და ვებ-დეველოპერთან ერთად აწყობდა. მას დიდი გეგმები აქვს და ადვილად დანებებას არ აპირებს. ის კვლევაზეა ორიენტირებული და მოთამაშეების მოსმენას აპირებს, რათა სოფტის ხარისხი კიდევ უფრო დახვეწოს.