რატომ შეწყვიტა HighStakesDB-მა ქეშ-გეიმების თრექინგი?

HighStakes DataBase ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პრაქტიკული პლატფორმა იყო, რაც კი ონლაინ პოკერის ისტორიაში შექმნილა. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ჟურნალისტებს, სპონსორებს, პროფესიონალ მოთამაშეებსა და, უბრალოდ, პოკერის მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ცნობილი ჰაი სტეიკს გრაინდერების კარიერისთვის თვალ-ყური ედევნებინათ. ერთ დღეს, ეს ყველაფერი დასრულდა. რა გახდა HighStakesDB-ის მიერ მოთამაშეების თრექინგის შეწყვეტის მიზეზი?

ჩვენ წინაშე ორი მნიშვნელოვანი გარემოებაა: PokerStars-ის მიერ SuperNovaElite-ის სტატუსის გაუქმება და PartyPoker-ის მე-2 პოზიციაზე დაწინაურება. განვიხილოთ ორივე მათგანი.

რამდენიმე წლის წინ, მსოფლიოს უდიდესმა პოკერ-რუმმა, PokerStars-მა რეიკ-ბექის სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა: Stars-ის ადმინისტრაციამ SuperNova და SuperNovaElite-ის სტატუსები გააუქმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ პოკერ-რუმის რეგულარული მოთამაშეები, ვინც ათიათასობით დარიგებას თამაშობდნენ, სრულიად მოულოდნელად, დამატებითი შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რაც მათ დაუნსვინგების და მძიმე დღეების გადატანაში ეხმარებოდათ. 

შედეგად, უამრავმა რეგულარმა და ჰაისტეიკს გრაინდერმა ბოიკოტი გამოუცხადა Stars-ს. "2+2 ფორუმზე" უამრავი თემა იქმნებოდა, სადაც მოთამაშეები მწვავე კრიტიკას გამოთქვამდნენ PokerStars-ის მიმართ. ამას მოჰყვა ნეგატიური შეფასებები და პოზიციები მედიისგან. ამ ყველაფერმა კი PokerStars-ზე მნიშვნელოვანი და საინტერესო თამაშების დრამატული შემცირება გამოიწვია. ე.წ. NoseBleed-ების რიცხვი იქამდე დაეცა, რომ მათ თრექინგს აზრი აღარ ჰქონდა. შესაბამისად, HighStakesDB-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პლატფორმამ PokerStars-ის თრექინგი სრულად შეწყვიტა. ცვლილებები არ შეხებიათ ძველ თამაშებს, როცა ერთმანეთს ისეთი მოთამაშეები უპირისპირდებოდნენ, როგორებიც პატრიკ ანტონიუსი და ტომ დუანი არიან. მათი დარიგებებისა და გრაფიკების ნახვა დღემდე შესაძლებელია. 

მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი ბაზარზე PartyPoker-ის გააქტიურება და მნიშვნელოვანი დაწინაურებაა. ამ მომენტისთვის, ონლაინ პოკერ-რუმების ტრაფიკს თუ გადავხედავთ, PokerStars-ის შემდეგ, PartyPoker მე-2 ადგილს იკავებს. შესაბამისად, 'ფართი' თრექინგ საიტებისთვის მნიშვნელოვან ობიექტად გადაიქცა, სადაც საინტერესო თამაშების მომსწრეები უნდა გავმხდარიყავით. ამ შემთხვევაში, საქმე კომპანიის პოლიტიკასთან გვაქვს. 

როგორც PartyPoker-ის ადმინისტრაცია ამბობს, მათ მოთამაშეების პერსონალური ინფორმაციის დაცვა სურდათ და ამიტომაც, თრექინგ საიტებს მათი მომხმარებლების მოგების გრაფიკების გამოქვეყნება აუკრძალეს. საკითხი საკამათოა: ბევრი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება, ბევრი კი თვლის, რომ ასეთი აკრძალვა პოკერს ჩრდილში აქცევს და მის ეკოსისტემას აზიანებს. 

მიუხედავად იმისა, რომ HighStakesDB-ის თრექინგი მნიშვნელოვან საიტებზე აიკრძალა, პლატფორმა დღემდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ონლაინ მედია-საიტად რჩება. ის ამ მომენტშიც აწარმოებს მოლაპარაკებას PartyPoker-ის ხელმძღვანელობასთან, რომ თამაშებზე თრექინგი აღადგინოს და პუბლიკას დიდი თამაშების სტატისტიკები შესთავაზოს. 

რუმები

ქართული უცხოური