UFC-ის მატჩებზე ფსონის გაკეთება რეალურ დროში იქნება შესაძლებელი

ტოტალიზატორები, რომელთა საშუალებითაც სპორტის სხვადასხვა სახეობაზე ფსონის გაკეთებაა შესაძლებელი, აზარტული სამყაროსთვის ძველი და ტრადიციული მოვლენაა. საბრძოლო ხელოვნებით დაინტერესებულ გემბლერებს UFC-ის მატჩებზე ფსონის გაკეთების შესაძლებლობა კარგა ხანია აქვთ, მაგრამ მათ სასიამოვნო სიახლე ელით: UFC-მა საკუთარი პლატფორმა გახსნა, რომელიც ამ სპორტის გულშემატკივრებს ფსონის გაკეთების საშუალებას რეალურ დროში მისცემს. 

The UFC Event Center ერთგვარი კოლაბორაციაა UFC-სა და IMG Arena-ს შორის, რომელზე წვდომაც სხვადასხვა სათამაშო ოპერატორის საშუალებით იქნება შესაძლებელი. "UFC-ის ფანების ასაკი ტოტალიზატორების მომხმარებლების ასაკს იდეალურად ემთხვევა, - ამბობს IMG Arena-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფრედი ლონჯი, - მათი ასაკი 21-დან 44-მდე მერყეობს. ჩვენი გაერთიანებით, UFC-ის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება."

ახალი პროდუქტით, გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, ფსონი 20 თამაშზე ერთდროულად გააკეთონ. თითოეულ მატჩზე კი ფსონის დადების 50-მდე ვარიანტი იქნება. "თამაშის მსვლელობისას დადება, ტოტალიზატორების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფუნქციად ითვლება, - ამბობს UFC-ის წარმომადგენელი, ლოურენს ეპსტაინი, - ასეთი რამის შესაძლებლობა UFC-ის არსებობის მანძილზე არავის ჰქონია. სხვა სპორტებისგან განსხვავებით, UFC-ის 'ოფსიზონი' არასდროს აქვს, ის ყოველთვის აქტიურია, რაც ტოტალიზატორებისა და სათამაშო ოპერატორების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს."

 

რუმები

ქართული უცხოური