კაზინოში მოგებული უდიდესი თანხები

პოკერის გარდა, კაზინო უამრავ სამაგიდო თამაშს გვთავაზობს. საინტერესოა, მსოფლიოს მასშტაბით ვის აქვს კაზინოებში ყველაზე დიდი თანხა მოგებული?

რა თქმა უნდა, სიის სათავეში ბრინ კენია. ამის მიზეზი ისაა, რომ პოკერში მოთამაშეები არა თავად კაზინოს, არამედ ერთმანეთს ეთამაშებიან, რაც საპრიზო ფონდს მნიშვნელოვნად ზრდის. 2019 წელს კი, ლონდონში გამართულმა Triton Super High Roller-მა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და მოთამაშეებს უდიდესი ტურნირის შესთავაზა, რომლის ბაი-ინიც £1.050.000 ფუნტ სტერლინგი იყო. მართალია, ბრინ კენიმ მე-2 ადგილი დაიკავა, მაგრამ შეთანხმების შედეგად მიღებულმა მოგებამ $20.000.000 დოლარს გადააჭარბა. ამ გამარჯვებით, ბრინ კენის საერთო სატურნირო შემოსავალი $50.000.000 დოლარამდე გაიზარდა. 

როცა ისეთ თამაშებზე ვსაუბრობთ, სადაც იღბალი გაცილებით დიდ როლს ასრულებს, პირველ რიგში სლოტები უნდა ვახსენოთ. ბლექ ჯექისა და პოკერისგან განსხვავებით, სლოტებზე და რულეტზე ცოდნა და უნარები მინიმუმამდეა დაყვანილი. სამაგიეროდ, თუ იმ თამაშში გაგიმართლა, რომლებშიც იღბალი გადამწყვეტ სიტყვას ამბობს, ცხოვრება თავდაყირა დადგება. 25 წლის ლოს ანჯელესელი ინჟინერი სწორედ ასეთი იღბლიანი აღმოჩნდა, რომლის ცხოვრებაც ერთმა მოგებამ სრულად შეცვალა: ეტან მილერმა ლას ვეგასის კაზინოში, სლოტებზე, $39.719.826 დოლარი მოიგო. 

კიდევ ერთი თამაში, რომელიც, იღბალთან ერთად, ცოდნასა და უნარებს აერთიანებს, ბლექ ჯექია. 1997 წელს MGM Grand-ში ავსტრალიელი ბიზნესმენი, კერი პეკერი შევიდა. პეკერის თითო ფსონი $250.000 დოლარს შეადგენდა. მან 20 დარიგების ზედიზედ მოგება შეძლო, რამაც მისი მოგება $20.000.000 დოლარამდე გაზარდა.

რულეტზე ყველაზე დიდი მოგება შედარებით 'მოკრძალებულია': 2008 წელს, Mayfair-ში გამართულ სესიაზე, მილიარდერმა ბიზნესმენმა, ფილიპ გრინმა $2.000.000 დოლარი მოიგო. ამ დრომდე უცნობია, თუ რა ზომის ფსონებს აკეთებდა ბიზნესმენი. 

რუმები

ქართული უცხოური