ბლომი, ჰელმუტი, მედსენი, ნეგრანუ - ვარსკვლავთცვენა WSOPE-ის მე-5 ივენთზე

უკვე მესამე დღეა, რაც როზვადოვში მიმდინარე WSOPE-ზე €2.500 ევროიანი ივენთი მიმდინარეობს. ტურნირი იმითაა განსაკუთრებული, რომ ჩეხეთში გადასვლის შემდეგ, WSOPE-ის ფარგლებში 8-Game-ის ტიპის ღონისძიება პირველად იმართება. 8-Games, პოტ ლიმიტ ომაჰასა და ულიმიტო ჰოლდემთან ერთად, პოკერის 8 ვარიანტს აერთიანებს. 

როგორც ჩანს, 8-Games-მა მსოფლიო დონის მოთამაშეები განსაკუთრებით დააინტერესა. 71 მონაწილიდან მე-3 დღის სესიაზე დიდი სახელები გადავიდნენ. ფინალურ მაგიდაზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა: ჩიპლიდერის პოზიციას WSOP-ის 4 სამაჯურის მფლობელი, ჯეფ მედსენი ფლობს; მას ფეხდაფეხ მისდევს ონლაინ პოკერის ლეგენდა, ვიქტორ Isildur1 ბლომი, მე-3 ადგილზე ელი ელეზრაა, ხოლო მე-4-ზე - ფილ ჰელმუტი. ფინალურ მაგიდაზე, ასევე, დენიელ ნეგრანუ და WSOP-ის წლის მოთამაშის რბოლის ლიდერი, რობერტ კემპბელიც.არიან. 

€250.000 ევროიანი გარანტირებული საპრიზო ფონდი, როგორც წესი, პროფესიონალთა ასეთი კატეგორიისთვის მთავარი მოტივატორი ვერ იქნებოდა. აშკარაა, რომ დღესდღეობით მოთამაშეებს პოკერის გავრცელებული სახეობები ნაკლებად იზიდავთ და სათამაშო მაგიდასთან განსაკუთრებულ ატმოსფეროს ეძებენ. 

თამაშში 26 მონაწილეა დარჩენილი. ტურნირი დღეს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე გაგრძელდება. 

რუმები

ქართული უცხოური