დენიელ ნეგრანუ რე-ბაი ტურნირებზე დამატებითი შანსების აღებას აღარ აპირებს
რამდენიმე დღის წინ, დენიელ ნეგრანუმ 'ტვიტერზე' პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ის ახალ სტრატეგიას აანონსებს: "ამ WSOPE-ის შემდეგ, რე-ბაი ტურნირებში მხოლოდ ერთ შანსს ავიღებ. ტურნირის დაწყებას იმ განწყობით, რომ მხოლოდ ერთი გასროლა გაქვს, პოზიტიური ეფექტი უნდა ჰქონდეს თამაშის ხარისხზე."
რა თქმა უნდა, ნეგრანუ ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიურ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას და არა თამაშის ტექნიკურ მხარეზე, რომელიც საკამათოა. რე-ბაი ტურნირების აზრი ისაა, რომ მოთამაშეები ადრეულ სტადიაზევე, როცა ბლაინდები ჯერ კიდევ არაა გაზრდილი, მაქსიმალურად ცდილობენ დიდი სტეკის მოგროვებას. წაგების შემთხვევაში, მათ მიერ გადახდილი ფულით უფრო მეტი ბიგ ბლაინდის ყიდვაა შესაძლებელი, ვიდრე გვიან სტადიებზე, ამიტომაც მათი ინვესტიცია მათემატიკურად გამართლებულია. სწორედ ამ მიზეზით, შესაძლოა, მოთამაშეები "გიჟურ" ნაბიჯებს დგამდნენ ტურნირის ადრეულ ეტეაპებზე.
რე-ბაის დადებითი მხარე ისაა, რომ ტურნირის საფასურის თავიდან გადახდის შემთხვევაში, საპრიზო ფონდი მნიშვნელოვნად იზრდება. დენიელ ნეგრანუს მსჯელობა კი ამ იდეას, ერთდროულად, მხარს უჭერს და უპირისპირდება კიდეც: "სხვების გემბლინგმა და "გიჟურმა" ნაბიჯებმა, წესით, შენს თამაშზე გავლენა ვერ უნდა იქონიოს. სხვების მიერ გაკეთებული რე-ბაი საპრიზო ფონდს კიდევ უფრო ზრდის, შენ კი გაორმაგების შესაძლებლობას გაძლევს."
მოთამაშეები და გულშემატკივრები დენიელ ნეგრანუს პოსტს გამოეხმაურნენ. მათი აზრით, საინტერესო იქნებოდა იმ მოთამაშეების სტატისტიკების გამოქვეყნება, რომლებიც რე-ბაი ტურნირებს თამაშობენ. მართლაც, ჩვენ მხოლოდ მათ მიერ მოგებულ თანხებზე გვაქვს წვდომა და არა მათ ინვესტიციაზე. თუ გვეცოდინება, რამდენი დახარჯა რომელიმე მოთამაშემ კონკრეტულ ტურნირზე, გაცილებით ნათელი გახდება, თუ რამდენს პოკერის ცნობილი სახეები რეალურად.