2019 წლის WSOPE Main Event-ის გამარჯვებული ალექსანდროს კოლონიასი გახდა
WSOPE-ის ახალი ჩემპიონი ჰყავს. ის ბერძენი ალექსანდროს კოლონიასია, რომელმაც ფინალურ ჰედს-აპში გერმანელი კლაას შეგებრეხტი დაამარცხა და €1.113.678 ევრო მოიგო.
ევროპული პოკერის სერიების სამწლიან ისტორიაში, წელს ზომით მე2 ლაინ-აფი ვიხილეთ. მეინ ივენთისთვის დაწესებული საფასური - €10.350 ევრო 541 მონაწილემ გადაიხადა, რამაც €5.139.500 ევროიანი საპრიზო ფონდი შექმნა.
ტურნირის გამარჯვებულს დაბნეულობა და სიხარული ეტყობოდა: "ამ დრომდე ვერ ვიაზრებ, რა მოხდა? დასაწყისში მართლაც კარგად ვთამაშობდი. როცა ოთხნი დავრჩით, სიტუაცია საგრძნობლად გამირთულდა, მაგრამ ყველაფერი ჩემთვის სასიკეთოდ დასრულდა."
ალექსანდროს კოლონიასი არასდროს გამოირჩეოდა ტურნირების გრაინდინგით და, როგორც წესი, წელიწადში 5-6 მნიშვნელოვან ტურნირს თამაშობდა. როზვადოვში ის WSOPE-ის მეინ ივენთის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჩაფრინდა და მთვარ ღონისძიებაზე დარეგისტრირდა. "ბევრ ტურნირს არასდროს ვთამაშობდი, - ყვება ის, - და ვფიქრობ, რომ მომავალშიც იგივე გზას გავუყვები. უმეტესად, ინტერნეტში ვთამაშობ და მხოლოდ რამდენიმე ლაივ-ივენთს ვესწრები."
ალექსანდროს კოლონიასი 32 წლისაა. მართალია, საბერძნეთში დაიბადა, მაგრამ სახლს ლონდონს ეძახის, სადაც ონლაინ პოკერით აქტიურადაა დაკავებული. მისი ანგარიში $3.1 მილიონი დოლარის მოგებას ითვლის.
ფინალურ მაგიდაზე, ცნობილი მოთამაშეებიდან, დარიო სამარტინო და ანტონი ზინო მოხვდნენ, რომლებმაც მე-4 და მე-3 ადგილები გაინაწილეს.