WSOP-ის წლის მოთამაშე: დენიელ ნეგრანუ კვლავ პირველია, დარჩენილია ერთი ტურნირი
2019 წლის WSOP-ის სერიები ევროპული ფესტივალით სრულდება. წლის მოთამაშისთვის რბოლაში კვლავაც დენიელ ნეგრანუ ლიდერობს, რომლის პირველი ადგილიდან ჩამოქვეითებაც ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა.
მიუხედავად ამისა, WSOPE-ზე კიდევ ერთი ივენთი - €550 ევროიანი Colossus-ია დარჩენილი, რომელმაც შესაძლოა რეიტინგი მნიშვნელოვნად შეცვალოს.
ამ მომენტისთვის, რეიტინგის ლიდერი კანადელი მოთამაშეა, რომელმაც WSOP-ის წლის მოთამაშის ტიტული 2004 და 2013 წლებში უკვე მოიპოვა. ბევრი ვარაუდობს, რომ ეს ნეგრანუს მე-3 გამარჯვება იქნება. თუმცა, შესაძლოა ყველაფერი სხვანაირად განვითარდეს.
დენიელ ნეგრანუს ფეხდაფეხ მისდევს რობერტ კემპბელი, რომელსაც არაჩვეულებრივი წელი ჰქონდა. Colossus-ის ივენთზე მინიმუმ 25-ე ადგილის აღების შემთხვევაში, წლის საუკეთესო მოთამაშე სწორედ ის გახდება. შონ დიბი და ანტონი ზინო მე-3 და მე-4 პოზიციებს იყოფენ. მათი გამარჯვება მხოლოდ იმ შემთხვევაშია წარმოსადგენი, თუ ისინი Colossus-ს მოიგებენ. ათეულშია ასევე დარიო სამარტინო.
ათეულს გარეთ კი ისეთი მოთამაშეები დარჩნენ, როგორებიც კრის ფერგიუსონი (მე-11 ადგილი), ფილ ჰელმუტი (მე-12 ადგილი) და ასი მოშე (მე-13 ადგილი) არიან. შესაძლოა, მათ ათეულში შესვლა მოახერხონ, მაგრამ წლის მოთამაშის ტიტულის მოგებისთვის სამივე მათგანი უშანსოა.