WSOPE Colossus-ზე შონ დიბი მე-3 ადგილზეა; დარჩენილია 11 მონაწილე

€550 ევროიანი WSOPE Colossus-ის მე-2 დღე 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად, მე-2 დღის 313 მოთამაშიდან ტურნირის ლაინ-აფი 11 მონაწილემდე შემცირდა, რომლებსაც 40 ბიგ ბლაინდით მიკ ჰედერი ლიდერობს. მე-2 დღემ WSOP-ის წლის მოთამაშის ტიტულისთვის მებრძოლი ორი მთავარი ფიგურა - დენიელ ნეგრანუ და რობერტ კემპბელი შეიწირა. 

ყველაზე საყურადღებო ფაქტი კი ისაა, რომ დენიელ ნეგრანუს წლის მოთამაშის ტიტულს რეალური საფრთხე დაემუქრა: 27 ბიგ ბლაინდით, შონ დიბი მე-3 პოზიციაზეა. მას სულ მცირე მე-5 ადგილი სჭირდება, რათა WSOP-ის წლის მოთამაშე გახდეს. გარდა ამისა, შონ დიბს შანსი აქვს მე-5 კარიერული ოქროს სამაჯური მოიგოს. 

ფინალური 11-ის კიდევ ერთი მონაწილე, რომელიც ოქროს სამაჯურს ფლობს, ბერტრან Elky გროსპელიეა, 22 ბიგ ბლაინდით. 

თუ იღბალი შონ დიბის მხარეს იქნება, მას გამარჯვების დიდი შანსი აქვს. ჯერჯერობით კი, დიბს ძალიან უმართლებს: ერთ-ერთ ეპიზოდში, მან 3-ბეტ ოლ ინი გააკეთა მთლიანი სტეკი, JT-ის იმედად, მაგიდის ცენტრში მოაქცია. მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ QQ-ით გაკეთდა ქოლი, მან ფლეშის დასრულება თერნზე შეძლო და სატურნირო სიცოცხლე გაიხანგრძლივა. 

 

რუმები

ქართული უცხოური