WSOPE-ის უკანასკნელი ივენთის გამარჯვებული ბერტრან Elky გროსპელიე გახდა

ჩეხეთში გამართული WSOPE-ის უკანასკნელი ივენთის, €550 Colossus-ის გამარჯვებული პოკერის ფრანგი ლეგენდა, ბერტრან გროსპელიე გახდა, რომელსაც პუბლიკა Elky-ის მეტსახელით იცნობს. პირველი ადგილისთვის მან €190.375 ევრო მიიღო. 'ელკის' გაცილებით დიდი თანხებიც მოუგია, მაგრამ მისი უკანასკნელი გამარჯვება იმითაა გამორჩეული, რომ მან ოქროს სამაჯურის მოსაგებად 2.738 მოთამაშიანი ლაინ-აფი დაამარცხა. 

2.738 მონაწილის რეგისტრაციის შემდეგ, ტურნირის საპრიზო ფონდმა €1.300.550 ევრო შეადგინა. ფული 313 მოთამაშეზე გადანაწილდა. ტურნირის სწრაფი სტრუქტურის გამო, მე-3 დღისთვის მხოლოდ 11 მოთამაშე იყო დარჩენილი, საიდანაც განსაკუთრებული ყურადღება შონ დიბის თამაშს ეთმობოდა: მინიმუმ მე-5 ადგილის დაკავების შემთხვევაში, ის WSOP-ის წლის მოთამაშე გახდებოდა. სამწუხაროდ, შონ დიბი ტურნირს მე-11 პოზიციიდან გამოეთიშა და წლის მოთამაშის ტიტული დენიელ ნეგრანუს დაუთმო. 

რაც შეეხება ბერტრან გროსპელიეს: მან სახელი WarCraft-ისა და StarCraft-ის თამაშით გაითქვა. შემდეგ კი პოკერით დაინტერესდა და ონლაინ მაგიდებთან დიდ წარმატებას მიაღწია. ამ დროისთვის, $14.000.000 დოლარით, 'ელკი' საფრანგეთის ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეების სიას ლიდერობს. ის მეორე ფრანგი მოთამაშე გახდა, ვინც WSOP-ის 2 ოქროს სამაჯურის მოგება შეძლო. 

"WSOP-ის ტურნირის მოგება ჩემთვის ბევრს ნიშნავს, - ყვება გროსპელიე, - პირველი სამაჯური 8 წლის წინ მოვიგე. ამისთვის 5 წლიანი შრომა დამჭირდა. ამ გამარჯვებაზე განსაკუთრებული განცდა მაქვს, რადგან ოქროს სამაჯურის მოსაგებად ძალიან დიდი ლაინ-აფის უკან ჩამოტოვება იყო საჭირო და მე ეს შევძელი. ცუდად არ მითამაშია, მაგრამ ამდენ ხალხში გამარჯვების მოპოვება იღბლის გარეშე შეუძლებელია."

ფრანგ მოთამაშეს გამარჯვება King's Casino-ის მფლობელმა, ლეონ ცუკერნიკმა მიულოცა. ის ჯერ პრაღაში ჩავა, სადაც ცუკერნიკის დაბადების დღეზეა მიწვეული, ხოლო შემდეგ პარიზში დაბრუნებას გეგმავს, Leauge of Legends World Final-ის სათამაშოდ. 

რუმები

ქართული უცხოური