ადრიან მატეოსის ნახევარმილიონიანი მოგება კარიბის კუნძულების ტურნირზე
კარიბის კუნძულებზე მიმდინარე PartyPoker-ის სერიებზე ადრიან მატეოსმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. $25.000 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის ივენთზე, ესპანელმა მოთამაშემ რთული ლაინ-აფის დამარცხება და $520.464 დოლარის მოგება შეძლო.
აშკარაა, რომ ძვირადღირებული ტურნირები სულ უფრო მზარდ პოპულარობას იძენენ. ეს ფაქტი კი იმაზე მიუთითებს, რომ პოკერში მნიშვნელოვანი ფინანსები აკუმულირდება. ამ შემთხვევაშიც, ტურნირის გარანტირებული საპრიზო ფონდი $2.000.000 დოლარი იყო, მაგრამ 125 ენტრანტის რეგისტრაციის შემდეგ, ის $3.125.000 დოლარამდე გაიზარდა.
17 მონაწილეს შორის, რომლებმაც საპრიზო ადგილებს მიაღწიეს, კრისტენ ბიკნელი, ალექს ფოქსენი, რაინერ კემპე, შონ ვინთერი და დარენ ელიასიც იყვნენ. ფინალურ მაგიდაზე ფრანგმა ბენჯამინ პოლაკმა მიაღწია. ფინალურ ათეულში ასევე მოხვდა შოტლანდიის ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშე, ნაიალ ფარელი.
მიუხედავად იმისა, რომ პოლაკი აქტიურად მიიწევდა წინ, ის ბროკ უილსონთან დამარცხდა. პოლაკის სტეკის მისაკუთრებამ უილსონს ფინალური ჰედს-აპის თამაშის საშუალება მისცა, მაგრამ ესპანური პოკერის ვარსკვლავთან ის ვერაფერს გახდა.