PartyPoker MILLIONS: ადრიან მატეოსი მეინ ივენთის გამარჯვებულია

ბოლო გამარჯვების შემდეგ, რომელიც $520.000 დოლარით აღინიშნა, კარიბის ზღვის ტურნირზე ადრიან მატეოსმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. ის 2019 წლის PartyPoker MILLIONS-ის $10.300 დოლარიანი მეინ ივენთს გამარჯვებული გახდა. ამ გამარჯვებით, ადრიან მატეოსის საერთო სატურნირო შემოსავალი $19.423.996 დოლარამდე გაიზარდა.

თუ წინა ტურნირის მოგებას ვინმე იღბლიან შემთხვევას დააბრალებს,  ამჯერად ყველაფერი სხვანაირადაა: ესპანელმა მოთამაშემ გამარჯვება 947 მონაწილეს შორის მოიპოვა, რაც არც იღბლით აიხსნება და არც შემთხვევითობით. პირველი ადგილის დაკავებამდე,  მატეოსმა აარონ ვან ბლარომთან და კრის ჰანიკენთან სამმხრივი მოლაპარაკება გამართა, რითიც მოთამაშეებმა არსებული ჩიპქაუნთით ფული გადაინაწილეს. მიუხედავად ამისა, ესპანელს ყველაზე მსუყე საპრიზო ანაზღაურება, $1.162.805 დოლარი შეხვდა. 

ტურნირის უკანასკნელი დღე PartyPoker-ის გუნდის წევრის, ლუდოვიკ გეილიჰის ჩიპლიდით დაიწყო, მაგრამ მალევე მთლიანი სტეკი ალექს ფოქსენთან დაკარგა. ფინალურ მაგიდაზე, ადრიან მატეოსს ფილიპ გრისემთან, პიტერ ჯეტენთან, სკოტ უელენბაჰთან და კრის ჰანიკენთან დაპირისპირება მოუხდა, რის გამოც მის გამარჯვებას კიდევ უფრო შთამბეჭდავი ელფერი მიეცა. 

რუმები

ქართული უცხოური