ბრინ კენი $25.000 Hard Rock High Roller-ს იგებს
მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანმა მოთამაშემ კიდევ ერთი დიდი ტურნირი მოიგო. ბრინ კენი Seminole Hard Rock $25.000 High Roller-ის გამარჯვებული გახდა. ბროკ უილსონის დამარცხების შემდეგ, კენიმ $354.565 დოლარი მიიღო.
ინტერვიუში კენიმ ტურნირის ორგანიზატორებს მაღალი ბაი-ინის ღონისძიებების დამკვიდრებისკენ მოუწოდა: "$25.000 დოლარიანი ივენთის გამართვა ყოველთვის შეიძლება, როცა დიდი ფესტივალი ტარდება. ფლორიდაში საკმაო რაოდენობის ხალხია, ვინც მსგავსი ბაი-ინით დაინტერესდება. არც პროფესიონალი მოთამაშეების ნაკლებობას განვიცდით, ვინც მაღალ ლიმიტებზე თამაშობენ."
ბრინ კენიმ 45 მონაწილეს გაიბრწყინა, რომელთა შორის ანტონი ზინო და ჯეისონ მერსიერიც იყვნენ. ფულში შესვლა კი ისეთმა სახელებმა ვერ შეძლეს, როგორებიც ერიკ საიდელი, რაინერ კემპე, დარენ ელიასი და ჯეიმს რომერო არიან. "ძალიან გავერთე, - ყვება კენი, - მადლიერების დღის აღსანიშნად, ნიუ იორკში ვიყავი. ფლორიდაში დილას ჩამოვფრინდი, რათა ტურნირზე დავრეგისტრირებულიყავი. 2 დღიანი თამაში, 45 მონაწილე, დიდი ბაი-ინი, არაჩვეულებრივი ამინდი... რა უნდა ინატრო ამაზე მეტი? ახლა პლაჟზე მივდივარ."
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი Triton-ის სერიებზე, ბრინ კენიმ $20.563.324 დოლარი მოიგო, რითიც ის სატურნირო პოკერის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშე გახდა. მისი საერთო კარიერული მოგება $55.000.000 დოლარს აჭარბებს.