ადრიან მატეოსის €177.500 ევროიანი გამარჯვება EPT Prague-ზე
პრაღაში მიმდინარე EPT-ის პირველი €10.300 ევროიანი ტურნირი ადრიან მატეოსმა მოიგო. ესპანელმა მოთამაშემ ანტონ იაკუბა დაამარცხა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ჩიპლიდერის სტატუსს ინარჩუნებდა.
61 მოთამაშიან ლაინ-აფიდან, გადამწყვეტ ჰედს-აპში ერთმანეთს მატეოსი და იაკუბა დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსი მთელი დღის განმავლობაში დომინირებდა მაგიდას, ესპანელმა ჰედს-აპი 2:1 უპირატესობით დაიწყო და უკან ერთი წამითაც არ დაუხევია. ყველაზე უცნაური კი ბოლო დარიგება იყო: მატეოსის 2 წყვილის წინააღმდეგ თამაში იაკუბამ ფლეშ დროთი გადაწყვიტა, რისთვისაც სტეკის უკანასკნელი ნაწილი გარისკა.
ადრიან მატეოსისთვის ეს უკვე მე-6 EPT-ის ტიტული იქნება. EPT-ის პირველი ტურნირი მან 2015-ში, მონტე კარლოში მოიგო. გუშინდელი გამარჯვებით კი, რომლისთვისაც €177.500 ევრო მიიღო, მატეოსმა $20.000.000 დოლარიან ნიშნულს გადააბიჯა. რაც შეეხება რუს მოთამაშეს: ანტონ იაკუბასთვის გუშინდელი გამარჯვება კარიერაში საუკეთესო შემოსავლით შეიძლება დახასიათდეს. უმეტესწილად, ის ონლაინ თამაშებითაა ცნობილი, თუმცა, ბოლო დროს, ის ლაივ ტურნირებითაც დაინტერესდა.
მატეოსმა ისეთი მოთამაშეები ჩამოიტოვა უკან, როგორებიც დენიელ დვორესი, მაიკლ სოიზა, მატიაშ აიბინგერი და კალ ბარნსი არიან.