სტივენ ჩედვიკმა EPT Prague High Roller მოიგო: €725.710

€50.000 ევროიან EPT Prague High Roller-ის დაძაბულ ჰედს-აპ დაპირისპირებაში, სტივენ ჩედვიკმა ლეგენდარული ფრანგი გრაინდერი, ბერტრან Elky გროსპელიე დაამარცხა და €725.710 ევრო მოიგო. ფინალური მაგიდა დიდი სახელებით აღმოჩნდა დატვირთული: ჩედვიკი, გროსპელიე, მატეოსი, ო'დუაიერი, ტორელი და ჰითი - ყოველი მათგანი გამარჯვების რეალური კანდიდატი იყო.

ფრანგმა ფინალურ ჰედს-აპს გაჭირვებით მიაღწია. ჩიპების დეფიციტის მიუხედავად, რამდენიმე გაორმაგების შემდეგ, ის კვლავ რთულ მეტოქედ გადაიქცა, მაგრამ სტივენ ჩედვიკის შეჩერება მაინც ვერ შეძლო. მე-2 ადგილისთვის გრსოპელიემ €501.590 ევრო მიიღო, რაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მისი საუკეთესო სატურნირო ანაზღაურებაა. ფრანგის საერთო შემოსავალი კი $14.5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 

სტივენ ჩედვიკმა ფინალური მაგიდა მე-3 სიდიდის სტეკით დაიწყო. "სტეკების ცვლილებასთან ერთად, ყოველი დარიგების მოდიფიკაცია გიწევს, - თქვა ბრიტანელმა მოთამაშემ გამარჯვების შემდეგ, - პირველი მიზანი ჩიპლიდის მოპოვებაა, რომელიც ფინალურ მაგიდაზე რისკის შემცირების და ოლ ინ სიტუაციების თავიდან არიდების საშუალებას გაძლევს."

ფინალური მაგიდის საპრიზო ანაზღაურებები ასე გადანაწილდა:

პოზიციამოთამაშექვეყანაანაზღაურება
1სტივენ ჩედვიკიდიდი ბრიტანეთი€725.710
2ბერტრან გროსპელიესაფრანგეთი€501.590
3ადრიან მატეოსიესპანეთი€320.170
4სტივ ო'დუაიერიირლანდია€245.460
5ჟან-ნოელ ტორელისაფრანგეთი€192.100
6ბენ ჰითიდიდი ბრიტანეთი€149.410

 

რუმები

ქართული უცხოური