EPT Prague-ის ჩემპიონი მიკალაი პობალი გახდა

2019 წლის EPT Prague-ის ჩემპიონი მიკალაი პობალი გახდა. ბელარუსმა მოთამაშემ, ფაქტიურად, ისტორია შექმნა: ის მე-2 მოთამაშეა, ვინც EPT-ის მეინ ივენთის მოგება ორჯერ შეძლო. მანამდე, იგივე შედეგი ვიქტორია კორენ მიტჩელმა აჩვენა, რომელმაც 8 წლის განმავლობაში EPT-ის ორი ტიტული მოიპოვა. 

მიკალაი პობალმა €5.596.900 ევროიანი საპრიზო ფონდის ლომის წილის მოგება 1.154 მოთამაშის უკან ჩამოტოვების შემდეგ შეძლო. ფინალურ ჰედს-აპში მან უნგრელი ნორბერტ სეჩი დაამარცხა და €1.005.600 ევროს მფლობელი გახდა. 

პობალის პირველი გამარჯვება 2012 წლით თარიღდება, როდესაც საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სტუდენტმა 1.082 მოთამაშიანი ლაინ-აფი დაამარცხა და EPT Barcelona-ზე მთავარი ღონისძიება მოიგო, €1.007.550 ევროთი პირველი ადგილისთვის. წლევანდელი მოგებით, მიკალაი პობალი ყველაზე შემოსავლიანი ბელარუსი მოთამაშეების რეიტინგში მე-4 პოზიციამდე დაწინაურდა. 

ფინალურ ოთხეულში პობალი ბოლო ადგილზე იმყოფებოდა. მისი სტეკი მხოლოდ 12 ბიგ ბლაინდს ითვლიდა, მაგრამ გაბი ლივშიცის სტეკის მითვისების შემდეგ, ბელარუსის საქმე კარგად წავიდა. გადამწყვეტი ჰედს-აპისგან ყველა ხანგრძლივ თამაშს ელოდა, რადგან თითოეული მოთამაშე 100 ბიგ ბლაინდზე მეტს ფლობდა. ყველაფერი სხვანაირად განვითარდა: ნორბერტ სეჩიმ დიდი ბლეფის გაკეთება გადაწყვიტა და დარიგების სამივე რაუნდზე საკმაოდ საშიში ბეთები გააკეთა, რაც პობალმა მშვიდად მიიღო. საბოლოოდ, უნგრელის სტეკი 10 ბიგ ბლაინდამდე შემცირდა, რაც პობალისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. ნორბერტ სეჩის მე-2 ადგილისთვის €598.880 ევრო შეხვდა. 

რუმები

ქართული უცხოური