Tony G-ის 3 ყველაზე დასამახსოვრებელი დარიგება

17 დეკემბერს ლიეტუველ ბიზნესმენს, პოლიტიკოსს, ფილანტროპისტსა და პოკერის ვეტერან მოთამაშეს 46 წელი შეუსრულდა. ანტანას გუოგა, რომელსაც თამაშის მოყვარულები ტონი ჯის სახელით იცნობენ, დიდი პოკერიდან დიდი ხნის წინ წავიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პოკერის სამყაროს მან თავი სამუდამოდ დაამახსოვრა და ამის მიზეზი არამხოლოდ წარმატებული სათამაშო კარიერა, არამედ მისთვის დამახასიათებელი 'გამოხტომები' იყო. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე დარიგებას, რომლებმაც ტონი ჯის ხმაურიანი კარიერა განაპირობებს.  

"მიდი რუსო, გაეთრიე აქედან!" - 2006 წელს Palms Hotel and Casino-ში პოკერის საერთაშორისო ჩემპიონატი მიმდინარეობდა, სადაც 21 მოთამაშე საკუთარ ქვეყანას წარმოადგენდა. ფინალურ მაგიდაზე ისეთი მოთამაშეები მოხვდნენ, როგორებიც დოილ ბრანსონი (აშშ), ელი ელეზრა (ისრაელი), კარლოს მორტენსენი (ესპანეთი), დევიდ ბენიამინი (საფრანგეთი) და დენიელ ნეგრანუ (კანადა) იყვნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში, ავსტრალიის წარმომადგენელი ტონი ჯი რალფ პერის დაუპირისპირდა, რომელიც რუსეთის ფედერაციის სახელით თამაშობდა. A2-ით ტონი ჯიმ პერის KJ ოლ ინ დაპირისპირებაში დაამარცხა და რუსეთის წარმომადგენელი თამაშს გამოთიშა. "მიდი რუსო, გაეთრიე აქედან! წასვლის დროა! - ყვიროდა ტონი ჯი რალფ პერის მისამართით, - ნახე, როგორ თამაშობს! ნახე, რა სიმახინჯეა! საშინელი მოთამაშე ხარ! შენი კარიერა დასრულებულია! მოიყვანეთ უფრო მეტი რუსი!"

 

"ოლ ინი კარტის უნახავად" - შემდეგი დარიგება 2011 წელს, სატელევიზიო თამაშ PokerStars Big Game-ზე შედგა, როდესაც ტონი ჯი ფილ ჰელმუტს დაუპირისპირდა. ლიეტუველმა მოთამაშემ AK-ის ნახვის შემდეგ ოლ ინი გამოაცხადა, მაგრამ მაგიდაზე მყოფ ჯენიფერ ტილის უთხრა, რომ ოლ ინს საკუთარ კარტში ჩახედვის გარეშე აკეთებდა. მისმა ასეთმა კომენტარმა ფილ ჰელმუტს AJ-ით ქოლის გადაწყვეტილება მიაღებინა. "ნახე შენი ხელი? - იკითხა ჰელმუტმა, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო, - თუ კარტი არ გინახავს, მეც ოლ ინს ვაცხადებ." რამდენიმე წამის შემდეგ, როცა მოთამაშეებმა საკუთარი კარტები გადმოაბრუნეს, ჰელმუტი გაოცებული დარჩა: "შენ მოიტყუე!" ტონი ჯიმ კი ჩვეული მხიარული ხმით უპასუხა: "რა თქმა უნდა, მოვიტყუე. ეს პოკერია, ფილ."

 

"შენ მოდიხარ ჩემს თამაშში და დროს მაკარგინიებ" - PokerStars Big Game-ზე ტონი ჯის მიპატიჟება ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან სატელევიზიო თამაშში ის ყოველთვის დიდ ხმაურსა და საინტერესო შოუს ქმნის. მისი შემდეგი მსხვერპლი ენდრიუ რობლი იყო, რომელიც, შეიძლება ითქვას, ტონი ჯიმ მორალურად გაანადგურა. 536 ფლოპზე, ტონი ჯის 53 ენდრიუ რობლის Q6-ის წინააღმდეგ შესანიშნავად გამოიყურებოდა. ტონი ჯის მხრიდან $50.000 დოლარიანი რეიზის შემდეგ, ენდრიუ რობლს გადაწყვეტილების მისაღებად 35 წამი დასჭირდა, რასაც ლიეტუველის აღშფოთება მოჰყვა: "ინტერნეტში ერთ წამში აკეთებ ყველაფერს, მაგრამ აქ როცა ხარ, ჩემს თამაშზე მოდიხარ და დროს მაკარგინებ!" რა თქმა უნდა, რობლმა დარიგება აღარ გააგრძელა და ბანკი ტონი ჯიმ მოიგო. 

რუმები

ქართული უცხოური