ალექს ფოქსენი GPI-ის წლის მოთამაშე გახდა

2019 წლის Global Poker Index-თან დაკავშირებული მოვლენები დრამატულად განვითარდა. დეკემბრის დასაწყისისთვის, წლის მოთამაშის რეიტინგში კალ ბარნსი დაწინაურდა, რომელმაც, დაძაბულ ბრძოლაში, ლიდერობა შონ ვინთერს გამოსტაცა. WPT-ის Five Diamond Classic-ის მოგების შემდეგ კი, ალექს ფოქსენმა მეტოქეები უშანსოდ დატოვა და GPI-ის წლის მოთამაშე ზედიზედ მეორედ გახდა. 

2019 წელს გამართულ ტურნირებზე, ალექს ფოქსენმა $6.3 მილიონი დოლარი მოაგროვა, საიდანაც $1.7 სწორედ WPT Five Diamond Classic-ზე მოდის. HandonMob-ის მონაცემებით, მან 40-ჯერ მოახერხა ფულში შესვლა, საიდანაც 22 ფინალური მაგიდა და 2 გამარჯვება იყო. 2018 წელს, ფოქსენმა $6.6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 

გასული წლებისგან განსხვავებით, წლევანდელი GPI-ის მოწინავე პოზიციებზე მხოლოდ 4 ძველი მოთამაშე მოხვდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახელი, ალექს ფოქსენის გარდა, ვინც ლიდერბორდში მოხვდა, სტივენ ჩედვიკი იყო. წელს ის მე-5 პოზიციაზე გავიდა, როცა შარშან, წლის მოთამაშის ტიტულამდე სულ რაღაც ერთი პოზიცია დააკლდა. 2017-ში ის მე-3 ადგილზე მოხვდა. 

2017 წლის მოთამაშეს, ადრიან მატეოსს მე-16 ადგილი ერგო, ხოლო გასული წლის მე-18 ადგილოსანი, რაინერ კემპე წელს მე-6-ზე გავიდა. 

წლის მოთამაშის გარდა, Global Poker Index-მა კიდევ რამდენიმე კატეგორიაში გამოავლინა გამარჯვებული:

ტიტულიმოთამაშექვეყანა
წლის მოთამაშე ქალიკრისტენ ბიკნელიკანადა
წლის მოთამაშე კონტინენტური ამერიკიდანალექს ფოქსენიაშშ
წლის მოთამაშე ევროპიდანსტივენ ჩედვიკიინგლისი
წლის მოთამაშე აზიიდანდენი ტენგიჰონგ კონგი

 

რუმები

ქართული უცხოური