მორის ჰოკინსმა WSOPC-ზე საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა

ცოტა ხნის წინ, მორის ჰოკინსი WSOP-ის კრიტიკით გამოვიდა და თქვა, რომ WSOP-ის ამჟამინდელი საპრიზო სტრუქტურა მოთამაშეს რეალური მოგების მიღების შანსს არ უტოვებს: "აზრსმოკლებული გახდა პოკერის ტურნირებისთვის მოგზაურობა, რადგან მინიმალური საპრიზო ადგილის აღების შემთხვევაში, ტურნირის ბაი-ინსაც ვერ აორმაგებ. ეს კი პოკერის გრძელვადიან განვითარებაზე გავლენას იქონიებს, რადგან ტურნირები მოყვარული მოთამაშეების სიყვარულს დაკარგავენ, რაც პოკერის ეკოსისტემისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება."

მძიმე კრიტიკის მიუხედავად, 2 დღის წინ, WSOP Circuit-ის რეკორდსმენმა საკუთარი შედეგი გააუმჯობესა და, 218 მონაწილეს შორის პირველი ადგილის დაკავებით, მე-14 ოქროს ბეჭედი მოიგო. "კარგია, როცა წელს ასე იწყებ, - ამბობს ვეტერანი მოთამაშე, - 25 ბიგ ბლაინდის მოგროვების შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ნამდვილი პოკერის თამაშის დრო იყო და შედეგმაც არ დააყოვნა."

აღსანიშნავია, რომ მორის ჰოკინსმა თავისი პირველი ოქროს ბეჭედი სწორედ Choctaw Durant-ის ტურნირზე მოიგო. ის მცირებიუჯეტიანი ტურნირების გრაინდერია. მის ანგარიშზე დიდი მოგებები არ იძებნება, მაგრამ ის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურად მომგებიანი მოთამაშეა. წლების განმავლობაში, მორის ჰოკინსის საერთო სატურნირო შემოსავალმა $4.052.797 დოლარი შეადგინა. 

რუმები

ქართული უცხოური