Aussie Millions-ზე, A$50.000 Challenge-ის ჰედს-აპში მაიკლ ადამომ კერი კატზი დაამარცხა
11 საპრიზო ადგილის შემდეგ, საიდანაც 4 ფინალურ მაგიდა იყო, როგორც იქნა, მაიკლ ადამომ ნავსი გატეხა და Aussie Millions-ის A$50.000-იანი ტურნირის მოგება შეძლო. რეგისტრირებული 82 მონაწილიდან, ფინალური ჰედს-აპი მან კერი კატზთან გამართა, რომელსაც შარშანდელი A$100.000-იანი Challenge ჰქონდა მოგებული.
"ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, - თქვა ადამომ, რომელმაც 2017 წლის გახსნითი ივენთი მე-3, ხოლო 2018 წლისა - მე-2 პოზიციაზე დაასრულა, - მთავარი სამიზნე სწორედ დიდი ტურნირები იყო. შემდეგი ღონისძიება, რა თქმა უნდა, A$100.000-იანი Challenge-ია.
მაიკლ სოიზას 'ბაბლიდან' გაგდებისა და მისი სტეკის მისაკუთრების შემდეგ, შანსი თურქ ჰაი როლერს, ორფენ კისაჩიკოღლუს მიეცა, რომელმაც Aussie Millions-ზე თავისი პირველი საპრიზო ადგილი აღნიშნა. დღის ჩიპლიდერი, კალ ბარნსი ასევე ფულის გარეშე გამოეთიშა თამაშს. სამაგიეროდ, მაიკლ ადამო, სემ გრინვუდი და ტიმოთი ადამსი მნიშვნელოვან სტეკებს ფლობდნენ.
ტურნირის პირველი 8 პოზიცია ასე განაწილდა:
პოზიცია | მოთამაშე | ქვეყანა | ანაზღაურება (აშშ დოლარი) |
1 | მაიკლ ადამო | ავსტრალია | $738.234 |
2 | კერტი კატზი | აშშ | $492.156 |
3 | ორფენ კისაჩიკოღლუ | თურქეთი | $328.104 |
4 | სემ გრინვუდი | კანადა | $273.420 |
5 | ბენ ლემი | აშშ | $218.836 |
6 | ტიმოთი ადამსი | კანადა | $191.394 |
7 | რაინერ კემპე | გერმანია | $164.052 |
8 | ერიკ საიდელი | აშშ | $136.710 |