გრეგ რეიმერმა HPT-ის მეინ ივენთზე საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა
ლეგენდარულმა მოთამაშემ და WSOP Main Event-ის გამარჯვებულმა, გრეგ რეიმერმა Heartland Poker Tour-ის (HPT) $1.650 დოლარიანი მეინ ივენთი უკვე 5-ედ მოიგო. მან 520 მოთამაშიანი ლაინ აფი დაამარცხა და პირველი ადგილისთვის დაწესებული $171.411 დოლარის მფლობელი გახდა.
რეიმერმა ჰედს-აპი მნიშვნელოვანი სირთულით დაიწყო: მას მოწინააღმდეგის სტეკის მხოლოდ ნახევარი ჰქონდა. თუმცა, იღბალი მის მხარეს აღმოჩნდა, როცა ჰედს-აპის პირველივე დარიგების რივერზე 'ქალების' დაჭერა და ორი წყვილის დასრულება შეძლო. "გამიმართლა. რა თქმა უნდა, იმ მომენტში 'ქალით' უკეთესი ორი წყვილის გაკეთება გამართლება იყო. იღბალი დიდ როლს თამაშობს პოკერში, განსაკუთრებით კი ჰედს-აპში, - ყვება რეიმერი, - თუ ასეთ ორთაბრძოლაში საუკეთესო ხელის ლოდინი დაიწყე, ადვილად მოგერევიან. ჩემმა მოწინააღმდეგემ მასზე ზემოქმედების საშუალება არ მომცა. მე ის მხოლოდ იღბლის ხარჯზე დავჯაბნე."
ისე როგორც სხვა პროფესიონალ მოთამაშეებს, გრეგ რეიმერსაც აქვს მეტსახელი. მას Fossilman-ს ეძახიან: "მინიატურული სამარხების თილისმებად გამოყენება კარგა ხნის წინ დავიწყე, - ამბობს რეიმერი, - ეს სახელი სწორედ ამიტომ შემარქვეს. თუ ტურნირს წავაგებ, სამარხს იმ მოთამაშეს ვჩუქნი, ვინც თამაშიდან გამომაგდო." მართლაც, მას მაგიდასთან ყოველთვის უდევს პატარა სათამაშო ჩონჩხი, რომელიც სამარხს, ან მუმიას განასახიერებს.